საზოგადოება

კახი კალაძის ერთ-ერთი დაპირება: ახლებურად დაიგეგმება თბილისობა

   თბილისის რიონებში აშენდება ახალგაზრდობის ცენტრები, სადაც ახალგაზრდებს  შემოქმედებით და სპორტულ ცხოვრებაში ჩაბმის შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა თბილისის ყველა რაიონში,  ახლებურად დაიგეგმება თბილისობა და სხვა კულტურული ღონისძებები.

მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების საჭიროებაზე და განაცხადა, რომ მომავალ წელს გაგრძელდება როგორც არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, ახალი ბაღების მშენებლობა.

„2012 წელს, საბავშვო ბაღების მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმა – საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის გახდა უფასო და ყოველწლიურად ბაღებში ბავშვების რაოდენობა მატულობს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა ჩვენ ამ მატებას უნდა დავხვდეთ მომზადებული. მერიამ, გასული წლების განმავლობაში,  განახორციელა 12 საბავშვო ბაღის პროექტი, ათის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელს უკვე დასრულებული იქნება. ჩვენ, მომავალ წელს, აუცილებლად გავაგრძელებთ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი ბაღების მშენებლობას. დადგინდება მომსახურების ახალი, მაღალი სტანდარტი და მერია უზრუნველყოფს ამ სტანდარტის შესაბამისად მათ ავტორიზაციას“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close