საზოგადოება

კახა კალაძემ მერიაში ძაღლი მიიყვანა

თბილისი მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფარი დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თავშესაფარში რეორგანიზაციაა და ახალი სამოქმედო გეგმა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„თქვენ იცით, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქ იყო გაუსაძლისი პირობები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.  გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი.  ვაპირებთ, რეფორმების განხორციელებას და როგორც უკვე გითხარით ჩემს წინა საარჩევნო დაპირებაში იყო და გარკვეული ცვლილებები იქნება ამ მიმართულებით თუ რაიმე პრობლემა არსებობს, იყოს მოგვარებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ცენტრიდან ერთ-ერთ ძაღლს მერიაში წაიყვანს .

„გვყავს ახალი მეგობარი, რომელიც წამოვა მერიაში და ჩვენთან ერთად იქნება. სახელი ჯერ არ ვიცით, შევურჩევთ მერიაში”, – აღნიშნა კალაძემ.

1tv.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close