პოლიტიკა

კახა კალაძემ არჩილ თალაკვაძე თავისი საარჩევნო შტაბის უფროსად წარადგინა

,,მადლობას ვუხდი კახის და ჩვენს გუნდს ასეთი მაღალი ნდობისთვის. მზად ვარ მივიღო და შევასრულო ეს მნიშვნელოვანი ამოცანა.

საარჩევნო შტაბი საუკეთესო ფორმაშია, ჩვენს კამპანიაში ყველა სფეროდან საუკეთესო პროფესიონალები არიან ჩართულნი, თბილისის კიდევ ათი შტაბი უკვე სამუშაო რეჟიმშია.

ამ ოფისის კარი ღია იქნება თითოეული ადამიანისთვის, მათი პრობლემებისა და იდეებისთვის. მედიასთან მუდმივი თანამშრომლობა და საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობა გვექნება.

უახლოეს დღეებში თბილისის განვითარების სამომავლო ხედვას და პროგრამებს თემატურად წარმოგიდგენთ.

ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ 21 ოქტომბერს, არამედ ყოველდღე არჩევნების შემდეგ, როდესაც ქალაქის ეკონომიკა, სიმწვანე, ურბანული განვითარება და სოციალური პოლიტიკა ახალი ენერგიით შეივსება. თბილისი გაიმარჯვებს!

კახი კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი!’’ – არჩილ თალაკვაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close