საზოგადოება

,,კაცობრიობამ შავი ჭირი მოიცილა, მაგრამ საქართველო ვერ განიკურნა თოფაძისაგან”

,,კაცობრიობამ შავი ჭირი მოიცილა, მაგრამ საქართველო ვერ განიკურნა თოფაძისაგან” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან „ჰიუნდაი ავტომ“ მოხსნა, რომელიც გოგი თოფაძის შვილიის, ირაკლი თოფაძის საკუთრებაა- ამ სკანდალურ განცხადებას დავების საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე აკეთებს. ტუსკაძე ამბობს, რომ სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ტენდერიდან სიტროენი უკანონოდ მოიხსნა.

„ტენდერი სინამდვილეში მოიგო “ჰიუნდაი ავტომ”, „ჰიუნდაი ავტოს“ მფლობელი, შეგიძლიათ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ნახოთ, რომ არის ირაკლი თოფაძე. ირაკლი თოფაძე არის ის ცნობილი ირაკლი თოფაძე, გოგი თოფაძის შვილი. აქედან გამომდინარე, ხეჩიკაშილის კომპანიებიც მონაწილეობდნენ ამ ტენდერშიც, ეს არის „იბერ კომპანი“, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა და საერთოდ არც განუხილავთ მისი დოკუმენტაცია.
ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო მართალია იმიტომ, რომ არც კი განუხილავს მაგ კომპანიის დოკუმენტები და შედეგად „ჰიუნდაი ავტო“, რომელიც არის ირაკლი თოფაძის, საერთოდ სხვა ფლანგზე არის ბრძოლა სინამდვილეში და ამ დროს პრემიერმინისტრი და მისი მეგობარი დაუპირისპირდნენ თოფაძემ რომ ტენდერი მოიგო იმის გამო ერთმანეთს. შემიძლია ვთქვა ღიად, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ინტერესი,“ – აცხადებს მამუკა ტუსკაძე “კურიერთან” საუბარში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close