პოლიტიკა

კანონპროექტი, რომელიც ყოველთვიური დანამატების გაცემას ითვალისწინებს

პარლამენტი განიხილავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს (იხილეთ დოკუმენტი) რომლის მიხედვითაც სრულად იცვლება დანამატებისა და პრემიების გაცემის წესი. 2017 წლის პირველი ივლისიდან ქვეყანაში ამოქმედდა მოხელეთა კლასიფიკაციის 12 კლასის შესახებ პრემიერმინისტრის მიერ გამოცემული დადგენილება. კანონპროექტი ამ დადგენილებით განსაზღვრული 12 კლასის შესაბამისად ითვალისწინებს ყოველთვიური დანამატების გაცემას. ყველაზე მაღალი, მეთორმეტე კლასის საჯარო მოხელეები ყოველთვიურად ხელფასის 15%-ის ოდენობის დანამატებს მიიღებენ.

მოხელის რანგები და მათთან მიმაგრებული ყოველთვიური  დანამატები ასე გამოიყურება:

  1. კლასი – საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი, დანამატი 1%
  2. კლასი – საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი, დანმატი 2%
  3. კლასი – საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი, დანამატი 3%
  4. კლასი – საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი, დანამატი 4%
  5. კლასი – საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი, დანამატი 5%
  6. კლასი – საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი, დანმატი 6%
  7. კლასი – მესამე კლასის მრჩეველი, დანამატი 7%
  8. კლასი – მეორე კლასის მრჩეველი, დანამატი 8%
  9. კლასი – პირველი კლასის მრჩეველი, დანამატი 9%
  10. კლასი – სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 10%
  11. კლასი – პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 12%
    1. კლასი – ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, დანამატი 15%

    ამავე კანონპროექტით პრემიები უქმდება და მას ახალი მექანიზმი “ჯილდო” ანაცვლებს, ჯილდოს მოცულობა წელიწადში გასაცემი ხელფასის 10%-ზე მაღალი არ უნდა იყოს. ასევე იცვლება დანამატების გაცემის წესი.

    საკლასო დანამატთან ერთად გარკვეული სახეცვლილებით შენარჩუნდება დანამატების გაცემის არსებული სისტემა, ეს კი ნიშნავს რომ საჯარო მოხელეები აიღებენ ორი ტიპის დანამატს, პირველი მათ კლასთან იქნება მიბმული, მეორე კი მათ დამსახურებასთან (მაგალითად ზეგანაკვეთური სამუშაო).

    როგორ მუშაობს საჯარო მოხელეების კლასებად დაყოფის სისტემა:

    დადგენილების მიხედვით:

    1. მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.
    2. მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია მოხელი.
    3. აჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.ვინ ანიჭებს კლასებს გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოცემული დადგენილების მიხედვით:
      • მოხელეს მოხელის კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების  მიხედვით.
      • პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ
      • მე-7 კლასიდან  მე-12 კლასის ჩათვლით  – საუკეთესო შეფასებით დადგენილება ამ მოხელეთათვის “საკლასო დანამატების” გაცემას ითვალისწინებს, თუმცა დანამატების კონკრეტული ოდენობები არც ამ დადგენილებაში და არც საჯარო სამსახურში ანაზრაურების შესახებ კანონში არაა გაწერილი.

        2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოში 115 ათასი საჯარო მოსამსახურეა, ამ დროისთვის უცნობია მათგან რა ნაწილს რა კლასი მიენიჭება.

      •  

        რა პრემია/დანამატებს იღებს დღეს მთავრობა?

        2016 წელს საჯარო მოხელეთა სახელფასო ფონდი 1.4 მილიარდი ლარი იყო, თუმცა რეალურად ბიუროკრატიის შენახვა ამაზე ძვირი დაჯდა, რადგანაც მოხელეები ხელფასებთან ერეთად პრემიებსა და დანამატებსაც იღებენ. 2016 წელს მთავრობაში 300 მილიონ ლარზე მეტი პრემია/დანამატი გაიცა.

        2014-2016 წლებში საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემიების და დანამატების დინამიკა ასე გამოიყურება:

        • 2014 – პრემია 106 მილიონი ლარი, დანამატი 182 მილიონი ლარი
        • 2015 – პრემია 73 მილიონი ლარი, დანამატი 230 მილიონი ლარი
        • 2016 – პრემია 67 მილიონი ლარი, დანამატი 251 მილიონი ლარი
        • წყარო: ტაბულა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close