პოლიტიკა

კალაძე: მერის ამპლუაში საზოგადოებრივ ტრანსპორტიში კიდევ არაერთხელ მიხილავთ

მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც არის მნიშვნელოვანი- ამის შესახებ დედაქალაქის არჩეულმა მერმა მეტროსადგურ “გურამიშვილზე” მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია ძველი ჭერის მოხსნას და ახლის დამონტაჟებას ითვალისწინებს. “გურამიშვილზე” სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს, იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობში მგზავრთა გადაადგილება არ შეფერხდეს.

თუმცა, როგორც კახა კალაძე აცხადებს, სამუშაოების სწრაფად და ეფექტურად დასრულების მიზნით, აღნიშნული მეტროსადგური ორი დღით დაიკეტება, ამის შესახებ კი მოსახლეობის ინფორმირება მერიის მიერ წინასწარ მოხდება.

პროექტის დასრულება “გურამიშვილის” მეტროსადგურში მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

“მძიმეა არსებული სიტუაცია, საჭიროებს რეაბილიტაციას, ზოგადად ყველა მეტროსადგურის რეაბილიტაცია არის მნიშვნელოვანი. არის სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის მეტროსადგურების რეაბილიტაცია, არის ვაგონების რეაბილიტაციის აუცილებლობა, ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50 წლიანი გარანტია და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი – ეს არის კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, საჰაეროები, სახანძრო, წყალსაქაჩები და ა.შ.

ამ ყველა მიმართულებით ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას. ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კომპანიის დიზაინი მოვიყვანოთ ერთიან სისტემაში, არამხოლოდ მეტროსი. ამ მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას”,– განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის არჩეულმა მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას მერის ამპლუაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ არაერთხელ იხილავენ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close