საზოგადოება

“იწევენ და იწევენ, სადაცაა სოფელში შემოვლენ”

რუსული მცოცავი ოკუპაციის მორიგი ფაქტი შიდა ქართლში. ბერშუეთშიადგილობრივებმა დღეს კიდევ ათი ჰექტარი მიწა დაკარგეს. სოფელში ახალი საოკუპაციო ბანერი გაჩნდა. ე.წ. საზღვრის იქით მოექცა ადგილობრივი ფერმერის გია ხოდელის ნაკვეთიც.

„ბარიერი იყო ზევით დასმული, საზღვარი იყო გაკეთებული და ხუთი დღის წინ გადმოუტანიათ 700-ს მეტრზე, დათესილ ყანაში ჩამოუტანიათ და გვიკრძალავენ შესვლას. აღარ შეხვიდეთ აღებით თვითონ უნდა აიღონო. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ყველაფერი ისე მოგვარდეს, რომ იქნებ ავიღოთ ეს მოსავალი,“ – განაცხადა გია ხოდელმა.

ბერშუეთში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან მოსახლეობის შევიწროვება ყოველდღიურად ხდება. ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

„ხუთი დღეა რაც გადმოწიეს, იწევენ და იწევენ. უკვე სადაცაა სოფელში შევლენ. რა ვქნათ ვერ ვუმკლავდებით, იწევენ ყოველ დღე და გადმოდიან,” – აცხადებს სოფელ ბერშუეთის მცხოვრები, მერაბ ჩინელიშვილი.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას ეცნობიან დეპუტატები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმოამდგენლები.

კირბალის თემის გამგებელი დავით ცერცვაძე  ამბობს, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებების გზით ეცდება, მოსახლეობამ საკუთარი მიწიდან მოსავლის აღება შეძლოს.

„ანალოგიური შემთხვევა გვქონდა შარშან. სოფელ ზემო სობისში, აქედან 500 მეტრშია დაახლოებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 6 ჰექტარი მოჰყვა იმათ მხარეს, მაგრამ შევძელით, რომ ნათესი აგვეღო და მეპატრონეს მიეღო მოსავალი. წელსაც ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოსდა ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობით, აღნიშნულ მოსავალს წელსაც ავიღებთ,“ – აცხადებს დავით ცერცვაძე.

რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close