საზოგადოება

“იცნობდეთ “კარგ, ევრო სტანდარტის თანამშრომელს”

ინტერნეტტელევიზია Gogatv ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:

“აუცილებლად წასაკითხი პოსტი)))
“მართლა მეტის ღირსი ვართ ერი რაა… ახლა ევროპულ ლურჯ ავტობუსში ვარ 21 ნომერში. ფხიზელი კინტროლიორია მის საქმეს კარგად აკეთებს ვერაფერს იტყვი. შემახსენა ამოსვლისთანავე ბილეთის აღება რა თქმა უნდა ავიღე. და ჩამოვჯექი. მომდევნო გაჩერებაზე მოხუცებული ბებო ამოვიდა ჯოხით ძლივს იდგა ფეხზე. უცებ კარებს ოფლში გაღვითქული ბუთხუზა ბიჭი მოასკდა, მძღოლმა კარები გაუღო და ბიჭიც ქლოშინით ამოხტა. “სასწრაფოდ ბილეთები ავიღოთ თორე დაგაჯარიმებენ . გესტაპოს ოფიცერივით წამოიძახა კონტროლიორმა . ბუთხუზა ბიჭმა სხარტად ბარათი დაადო და ბილეთი აიღო .
ბებომ :
-რამდენი უნდა მოქცე შვილო ან როგორ ავიღო?
-50 თეთრი ჩაყარეთ ან პლასტიკური ბარათი დადეთ აქ.
ბებო დაიბნა ვერ გაიგო რა ბარათზე ეუბნებოდა გესტაპო., აკანკალებული ხელით ჯოხი მიაყუდა და საფულეში ფულის ძებნა დაიწყო. თანაც თავს ძლივს იკავებდა მოძრავ ავტობუსში რომ არ წაქცეულიყო.
ბუთხუზა ბიჭი უცებ გაერკვა სიტუაციაში და ვარათი ამოიღო სწრაფადვე ბილეთი აიღო და ბებოს მიაწოდა .
-ჰა ბებო გამომართვი.
ბებოს გაეხარდა და გამოართვა.
-მადლობა შვილო.
გესტაპო კონტროლიორმა აღშფოთებულ შეშფოთებულმა. (ანუ ევროპულად აღფრთოვანებულმა ) შესძახა .
-ეს რა გააკეთე!!! ეს მეორედ არ ქნა!!!
ბავშვი დაიბნა ვერაფერი უთხრა.
ბებოი სევ დაიბნა.
-რა ვქნა შვილო ავიღო? ყავარჯენი მიაყუდა და ისევ საფულეში ხურდის ძებნა დაიწყო.
-არა არ აიღო. მაგრამ შენ ეს მეორედ არ გააკეთო!!!(მუქარა ნარევი ტონით მიუბრუნდა კონტროლიორი ბუთხუზა ბიჭს.)
ვეღარ მოვითმინე და წამოვიყვირე .
რა უნდა აიღოს ასეთი საქართველო ს დედა მ….. ამხელა კაცს ჭკუა გაქ თავში?
გესტაპო დადუმდა, დადუმებულ ავტობუსში ზოგიერთს ჩუმად ჩაეცინა.ავდექი ბებოს ბილეთი აუღე და მივაწოდე აჰა ბებო.
ბებო ისევ დაიბნა გამომართვა და კონტროლიორს გახედა.
– კიდე უნდა ავიღო ბილეთი?
-არა არ არის საჭირო. (ცივად უპასუხა გესტაპომ)
აღარაფერი მითქვამს გესტაპოსთვის ჩუმად ჩემს ადგილას დავჯექი ეს ფოტო გადაუღე მისი ვაჟკაცობის დასაფიქსირებლათ. იცნობდეთ “კარგ, ევრო სტანდარტის თანამშრომელს.”
მდუმარე მგზავრებზე ეს ლექსი გამახსენდა
თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი….”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close