საზოგადოება

ირმა ინაშვილი: 2 ცალი ვერტმფრენის ყიდვა როგორ ვერ შევძელით ბოლო ამ 20 წლის მანძილზე?

,,ბორჯომში გავიზარდე და კარგად ვიცი ყოველი ნაძვის და ფიჭვის ფასი. ჩემს ბავშვობაში ხეებს სპეციალურ ნუმერაციას ანიჭებდნენ. ჩვენ კი, მათ მოვლას გვასწავლიდნენ. ბორჯომის ტყის საფარის განადგურება 2008 წლის ხანძრამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ტყე წლების მანძილზე უმისამართოდ და უკანონოდ იჩეხებოდა. ამ პროცესს ყოველთვის ჰყავდა “კრიშა” სადღაც… ზემოთ.

იყო დრო, როცა ჩემი სახლიდან მეოთხე სამმართველოს ტერიტორია არ ჩანდა, ისეთი ხშირი ნაძვნარი ფარავდა ჰორიზონტს. ახლა ჩემი სახლის აივნიდან “რიქსოსის” კაფეც კი ჩანს. შემდეგ იყო 2008 წლის ცნობილი ხანძარი. შემდეგ იყო პლატოს ტყის მასივის გაშიშვლება, “სანიტარული ჭრის” მოტივით, თითქოს ტყე დაზიანდა და გაჩეხეს. ამ ტერიტორიაზე მალე კერძო სასტუმროები ჩაიდგმება. ხეები კი დაავადებული იყო თუ არა, ამაზე სიმართლეს ვინ გაიგებს. წაღვერსა და დაბაში ამ წუთებში მოგიზგიზე ხანძარს ხელისუფლებას ნამდვილად არ ვაბრალებ. მეხანძრეებიც და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჯგუფებიც შეუძლებელს აკეთებენ. მე ერთი მარტივი კითხვა მაქვს. ტყის მასივითაა დაფარული ჩვენი ქვეყანა, რატომ უნდა ვთხოვდეთ ვერტმფრენს აზერბაიჯანს ან თურქეთს, სომხეთს ან უკრაინას. 2 ცალი ვერტმფრენის ყიდვა როგორ ვერ შევძელით ბოლო ამ 20 წლის მანძილზე?” _ წერს ფეოსბუქის საკუთარ გვერდზე ირმა ინაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close