პოლიტიკა

,,იმდენად კარგია და დროულია ოპტიმიზაცია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს”

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„დღეს პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა, პრაქტიკულად, განსახორციელებელი რეფორმა, რომელსაც, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. არის ბევრი სამსჯელო საკითხი, რაც ინიცირების შემდეგ განიხილება საქართველოს პარლამენტში, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმდენად დადებით პროექტზე გვაქვს საუბარი, იმდენად კარგია და დროულია ოპტიმიზაცია, საპარლამენტო უმრავლესობა, საქართველოს პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close