საზოგადოება

,,ივანიშვილს ევროსასამართლოში მოსამართლის დანიშვნა, აჭარიდან თბილისში ხის გადარგვა ეგონა”

   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრემიერ-მინიტრს ღია წერილს უგზავნის:

,,ღია წერილი პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი! თქვენი უგუნურობის და უუნარობის გამო, საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთხელ შერცხვა ევროპის მასშტაბით. ევროპის საბჭოს ისტორიაში პირველად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი კანდიდატები, ზედიზედ მეორედ, კრიტერიუმების ვერდაკმაყოფილების გამო ევროპის საბჭომ უკან დააბრუნა. ასეთი რამ არ მომხდარა არცერთ ქვეყანასთან მიმართებაში. დაახლოებით ერთი წლის წინ, ღია წერილი მოგწერეთ და გაგაფრთხილეთ, არ დაგეშვათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის წარდგენა, მაგრამ ვერ გაგაგებინეთ. თქვენს მიერ მიღებული უაზრო გადაწყვეტილების გამო, ევროპის საბჭომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეთა კანდიდატები უკან დააბრუნა.

ივანიშვილს, ეტყობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა, აჭარიდან თბილისში ხის გადარგვა ეგონა. ვინაიდან, თქვენი გაუაზრებელი ქმედების გამო შევრცხვით და ევროპის საბჭომ დაგვავალა ახალი კანდიდატების შერჩევა, მოგმართეთ არ გაგემეორებინათ იგივე შეცდომა და არ დაგეშვათ ახალი კომისიის თავმჯდომარედ თეა წულუკიანის დანიშვნა, ვინაიდან იგივე შედეგი გველოდა.

გუშინ, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებამ ,,კურიერი“ აჩვენა ჩემი ხუთი თვის წინანდელი განცხადება, სადაც გაფრთხილებდი, რომ თუ კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი იქნებოდა, მისი თავმჯდომარებით შერჩეულ კანდიდატებს უკან დაგვიბრუნებდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ გაგაგებინეთ. თეა წულუკიანი და ,,ძმანი მისნი” წულუკიანისთვის მიუღებელ კანდიდატებს ყველაზე დაბალ შეფასებას 1 ქულას ანიჭებდნენ, ასეთ კანდიდატებს გრაფაში ჰქონდათ შვიდი ერთიანი, რასაც ევროპის საბჭოს ასამბლეა არცერთ ქვეყანას არ აპატიებს. მაგალითისთვის მოგიყვან პროფესორ კონსტანტინე კორკელიას, რომელსაც უფრო მეტი წიგნი აქვს დაწერილი ადამიანის უფლებებზე, ვიდრე კომისიის ზოგიერთ წევრს წაკითხული. პონსტანტინე კორკელიამ, რომელიც ლექციებს კუთხულობდა ევროპის უნივერსიტეტებში, ერთბალიანი შეფასებები დაიმსახურა, რაც ანომალიური მოვლენა და პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ძალიან მეცოდებით ბატონო გიორგი, ვინაიდან ჩემი შეფასებით, ივანიშვილის კარზე მოურავის ფუნქცია გაკისრიათ. მაგრამ ვინაიდან გქვიათ ქვეყნის პრემიერი, არ დაუშვათ წულუკიანის, კომისიის თავმჯდომარედ დატოვება. ნუ შედიხართ საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო პოლიტიკოსის სტატუსით.

გაფრთხილებ! არასოდეს, ევროპის საბჭო არ დაუშვებს წულუკიანის მიერ შერჩეული კანდიდატის არჩევას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close