რელიგია

,,ივანიშვილის ოქროს მომპოვებელ კომპანიებს საფრთხე ემუქრება”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

_ მილიარდების საშოვნელად გრძელდება ტყეების ჩეხვა -განადგურება. ჩვენ დავადგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყაჩაღური ოქროსმომპოვებელი კომპანიები განალაგა ვირჯინიის კუნძულებსა და კვიპროსში _ ოფშორულ, უკონტროლო ზონებში, ხოლო პროდუქცია _ 999 პრობის ოქროს ზოდები, ვერცხლი და სპილენძი საღდება ლონდონის საფონდო ბირჟის მეშვეობით.

დღეს მე მივმართე მის აღამტებულება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ქალბატონ ტერეზა მეის, ბრიტანეთის თემთა პალატის წევრებს, დიდ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს გორდონ ბრაუნის, ლონდონის საფონდო ბირჟის დირექტორს, დაბლოკონ და აკრძალონ ბიძინა ივანიშვილისგან ქართველი ხალხის კუთვნილი ქონების რეალიზაცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და არ დაუშვან ჩვენი ეროვნული სიმდიდრე, ხვდებოდეს ყაჩაღების ხელში. იმედია, ჩვენი სტარტეგიული მეგობარი_ დიდი ბრიტანეთი, მისი ხელისუფლება, მმართველი პარტია და ლონდონის საფონდო ბირჟა, უდიდესი ყურადღებით მოეპყრობიან ამ პრობლემას და არ მისცემენ საშაულებას საკუთარი ქვეყნის და ხალხით მოვაჭრე არსებას, გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close