მსოფლიო

იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში ცეცხლი გახსნეს

სამმა უცნობმა პირმა, იერუსალიმის ისტორიულ ცენტრში ცეცხლი გახსნეს და სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელების ლიკვიდაცია პოლიციამ მოახერხა. პოლიციის ცნობით, ისინი იერუსალიმის ტაძრის მთასთან მეჩეთების კომპლექსის  სიახლოვეს იმალებოდნენ. ეს ადგილი ისლამურ სამყაროში მნიშვნელობით მესამე სიწმინდეა. „პოლიციამ დევნა განახორციელა, სამი ტერორისტის ლიკვიდაცია მოხერხდა. მათ ცეცხლსასაროლი იარაღი და ტყვიამფრქვევი ჰქონდათ,“- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

შემთხვევის ადგილიდან სამი დაჭრილი გაიყვანეს, რომეთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები პალესტინელები იყვნენ.

ისრაელის ხელისუფლებამ ტაძრის მთასთან მოსასვლელი ჩაკეტა.

იმედი ნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close