სამართალი და კრიმინალი

,,თუ ჩაიდინა მკვლელობა, ისიც ვიღაცამ ჩაადენინა ძალით” _ რას ამბობენ 3 ამერიკელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მშობლები

19 წლის მალხაზ კობაური, რომელსაც გამოძიება აშშ-ის მოქალაქეებისა და მათი შვილის მკვლელობას ედავება, წილკნის დევნილთა დასახლების მკვიდრია. ბრალდებული ხადას ხეობაში მწყემსად მუშაობდა.

კობაური ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პოლიციაში არიან მისი მშობლები და ადვოკატიც, რომელიც საქმის მასალებს ეცნობა. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

საინტერესოა, რად ამბობენ მალხაზ კობაურის მშობლები ამ საშინელ ტრაგედიასთან დაკავშირებით?

„კუნძზე თავს დავდებ და დავიფიცებ, რომ ჩემი შვილი მაგის გამკეთებელი არ არის. ჯერ ჩემ შვილს ვეძებდი, რა მოხდა-მეთქი, გავარკვიო, ხომ უნდა ვიცოდე ჩემი შვილისგან, რა მოხდა, შვილო შენ გააკეთე თუ არა ესა?“, – აცხადებს იორამ კობაური.

დაკავებულის დედა კი აცხადებს, რომ ბოლოს მის შვილს 7 ივლისს ესაუბრა. ის დედას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ესაუბრა.

დაკავებულის დედის თქმით, მისმა შვილმა  უთხრა, რომ ხადას ხეობაში მოხდა მკვლელობა, მოკლულები იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ხადას ხეობაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა. კობაურის დედა დარწმუნებულია, რომ დანაშაული მის შვილს არ ჩაუდენია და აცხადებს, რომ ის, სხვის მიერ ჩადენილი მკვლელობის გამო ისჯება.

ის შსს-ს მიმართავს, რომ მოხდეს ობიექტური გამოძიება.

„ერთადერთი ეს თქვა, რომ მე კარგად ვარ, მკვლელობა მოხდა, დაბლა ჭალასო, ისეთი ამბავია, რომ არ ვიციო… თუ ჩაიდინა ისიც, ვიღაცამ ჩაადენინა ძალით, ჯერ ერთი, თუ ჩაიდინა. მე იმედი მაქვს, რომ შსს გამოიძიებს როგორც წესი და რიგია, მართლა დაიჭერენ იმ დამნაშავეს,“ – განაცხადა დაკავებულის დედამ.

ბრალდებული ახალგორში სამუშაოდ დადიოდა, გასულ წელს კი ახალგორის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, რის გამოც გადაწყვიტა, რომ სამუშაოდ ხადას ხეობაში წასულიყო.

ავტორი: თაკო სურგულაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close