საზოგადოება

,,თუ სამართალდამცველები მშვიდობიანი კონტრ-აქციის დასაშლელად გამოიყენებენ ძალას, ამას ქართველი ხალხი არავის აპატიებს”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე თავის ფეისბუქგვერდზე წერს:
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ თუ სამართალდამცველები მშვიდობიანი კონტრ-აქციის დასაშლელად გამოიყენებენ ძალას, ამას ქართველი ხალხი არავის აპატიებს, და ეს იქნება შეფასებული მეორე შვიდი ნოემბრის ანალოგიად. ასევე, მნიშვნელოვანია პრემიერ მინისტრის განაცხადების ის ფრაზა, სადაც აღნიშნავს, რომ აზრის გამოხატვისა და პროტესტის უფლება ყველა მხარეს გააჩნია, თუმცა ამასთანავე, ყველაფერს უნდა ქონდეს ზღარი და იგი უზნეო ქცევაში და უპატივცემულო დამოკიდებულებაში არ უნდა გადაიზარდოს, რასაც ქონდა ადგილი თუნდაც ცხრა აპრილის მემორიალზე ხტუნაობის ინსცენირებით, რაც ცხრა აპრილს საქართველოს თავისუფლების ბრძოლისათვის შეწირული გმირების შეურაცხყოფათ იქნა აღთქმული ფართო საზოგადოების მიერ. ასევე, დაუშვებელი ნებისმიერი მხრიდან ძალის დემოსტრირება.
 ასევე მივესალმები და მნიშვნელოვანია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზი სერიოზული პროვოკაციისა. აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში . ამასთანავე საინტერესოა რატომ არიან არათანაბარ მდგომარეობაში ორივე აქციის წარმომადგენლები სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია არის მიკროფომნით უზრუნველყოფილი და მიმდინარეობს პირდაპირი საეთერო ტრანსილაცია რამდენიმე ტელევიზიის მიერ ,ხოლო კონტრ აქციას კი ტელევიზიები აშუქებენ ფრანგმეტებად რაც დამატებით კითხვებს ბადებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close