საზოგადოება

თურქეთის ავარიის დროს დაშავებული ქართველი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქართველი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურები დაწყებულია.

რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხევვის შედეგად დაშავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს, უწყების ინფორმაციით, ისინი კვლავ თურქეთის კლინიკაში რჩებიან.

ავტოსაგზაო შემთხევა 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

როგორც ცნობილია, კიდევ ერთ დაშავებულ ქალს, რომელიც ერთ-ერთი ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ინტერპრესნიუსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close