საზოგადოება

,,თურმე, ცხვირწინ, პრემიერ ბახტაძის მშობლები ისვენებენ და თვით ბახტაძეს უნახავს ეს უმსგავსობა”

   უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუხიგულაშვილი დასავლეთ საქართველოდან შემდეგი სახის გზავნილს ავრცელებს;
”ბატონ მამუკა ბახტაძეს !
ბატონო მამუკა, ახალი პრემიერი ხართ და მესმის, რომ ახალი ცოცხი კარგად გვის. მესმის, რომ აქა-იქ სიმკაცრის გამოვლენაც მოგიწევთ და ვიღაცის დატუქსვაც, ვიღაცას პირველად და შედარებით რბილად გააფრთხილებთ, მაგრამ საინტერესოა, ბოლოჯერ და მკაცრად ვის აფრთხილებთ? შემთხვევით საგზაო დეპარტამენტების უფროსებს ხომ არა? რამდენიმე დღის წინ ურეკში შევიარე და საოცრება ვიხილე- გზის საფარი ბოლომდე არც არის დამთავრებული, საკანალიზაციო ჭები კი გზის საფარიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრით ზემოთაა ვიდრე თავად გზის საფარი. დამაინტერესა, რასთან გვქონდა საქმე და გავიკითხე: განა რა უჭირს გურიის საგზაოს ისეთი, რომ ბოლო ფენა არ დააგეს-მეთქი ? სხვა თუ არაფერი, ტურისტული სეზონი არ დასრულებულა. უცნაურად მიპასუხეს: ბოლო ფენის ფული რომ შეიჭამა, აგერ ბიძია შავი მერსედესის ჯიპი რომ დგას, იმის პატრონს ჰკითხეო.
გავიხედე და ვხედავ, მერსედესის ტიპის ავტომობილი Mercedes GL დგას, ( მისი ღირებულება 50 000 ამერიკული დოლარის რადიუსშია ) რესტორნის წინ და თავმომწონედ გრიალებს საგზაოს უფროსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჯიბე გაფხეკილი დანიშნულა მაგ პოზიციაზე.
კი ვიცოდი, ანტიკორუფციულ სააგენტოს რომ სძინავს, მაგრამ მთლად ასე ღრმა ძილში როგორაა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ცხვირწინ თურმე პრემიერ ბახტაძის მშობლები ისვენებენ და თვით ბახტაძეს უნახავს ეს უმსგავსობა.
რატომ დუმს პრემიერ-მინისტრი მსგავს სიღორეზე?
ეს ხომ ჩვენი იმიჯის შელახვაა ? ეს ხომ ქვეყნის ბიუჯეტის ჭამაა? ეს ხომ სიბინძურის მტვერისა და ნაგვის გამომწვევი მიზეზია, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ ?
მაგრამ არა, თქვენ, ბატონო პრემიერო, თქვენ ვერაფერს შეცვლით, რადგან თქვენს ირგვლივ გყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც მაგ საგზაოს უფროსების მფარველები არიან და დამიჯერეთ, კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ გაფრთხილებების მიცემა”- წერს მუხიგულაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close