საზოგადოება

,,თურმე არის ეპოქები, როცა წარმატებულობა დასჯადია” _ რა მისწერა ტელეწამყვანმა კახი კახიშვილს

ცნობილი ტელეწამყვანი მაკა რაზმაძემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილ მინისტრს, კახი კახიშვილს სოციალური ქსელით წერილი მისწერა. ამ წერილი-პოსტით ჟურნალისტი გამოეხმაურა კახიშვილის თანამდებობრივ ცვლილებას. როგორც ცნობილია, ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შემდეგ, მოხდა მინისტრთა კაბინეტის ცვლილებაც. კახი კახიშვილს, რომელსაც ყველა წარმატებულად მიიჩნევდა, მინისტრის პორტფელი ჩამოართვეს. იგი კანცელარიის შეფი გახდა.

    მაკა რაზმაძე:

_ ჩემო კახა, ჩემო უღალატო მეგობარო და მაგარო ადამიანო. თურმე არის ეპოქები, როცა წარმატებულობა დასჯადია. როცა, ვისაც რამე არ გამოსდის რამე სფეროს სპობს და აპარტახებს უფრო და უფრო მეტ შანსს და საშუალებებს აძლევენ. უფრო აწინაურებენ და უფრო ძნელად იმეტებენ მოსაშორებლად…წარმატებულს და ურთულესი გამოწვევების ღირსეულად დამძლეველს კი არაფერი უფასდება და ერთი ხელის მოქნევით აშორებენ საყვარელ საქმეს რომელიც გაპარტახებულიდან ფეხზე დააყენა და ხალხსაც შეაყვარა….ახლა სამწუხაროდ ასეთი ეპოქა დაგვემთხვა…”დამიჭირეს ხელი მომჭრეს კარგი რატომ აგიგიაო”….
ვიცი, ამ უდიდეს უსამართლობასაც ღირსეულად გადაიტან. ერთად გვიბრძოლია და ვიცი, როგორი ხარ, მინახიხარ როგორი ხარ გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. ჩვენთვის მთავარი ყოველთვის ღირსების შენარჩუნება იყო და არის. ვიცი, ახლაც ამ არჩევანს გააკეთებ და არც არაფერს იტყვი, არც არაფერს გამოიტან გარეთ …
სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დრო ტრიალებს და უნიჭოების და სხვის გვამებზე გადაბიჯებით მაღლა მაღლა ამძრომების დრო მალევე წავა და ნამდვილი ნიჭი და ადამიანობა დაფასდება.
კახუნა, მიყვარხარ და გგულშემტკივრობ ყველგან და ყოველთვის!!!
თანამდებობები მოდიან და მიდიან და ჩვენი ღირსება სულ გვრჩება და საბოლოოდ სწორედ ამით ფასდება ადამიანი. ესაა მთავარი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close