საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილის ექსპერტიზას მაია ნიკოლეიშვილი ესწრება _ რას ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი?
ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. პროცესში გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთვება.
„ჩემს მონაწილეობაზე დათანხმდა პროკურატურა, მარიამ კუბლაშვილმა მოითხოვა ჩემი ჩართვა და პროკურატურისგან მიიღო თანხმობა. ჯერ ოჯახი იყო წინააღმდეგი, მაგრამ შემდეგ როგორც იქნა გაკვეთაზე დათანხმდნენ. გაკვეთის გარეშე სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდებოდა და მთელი რიგი პრობლემები იქნებოდა,“ – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.