საზოგადოება

თელავში ხანძარს ებრძვიან

თელავის მუნიციპალიტერის სოფელ ართანაში ხანძარს ებრძვიან. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, ცეცხლის კერები, სავარაუდოდ, კოხტას გორას იმ ადილზეა ისევ გავრცელებული, სადაც რამდენიმე დღე ხანძარი იყო სექტემბრის თვეში.

სოფლიდან კარგად ჩანს ხანძრის ძირითადი კერა, რომელიც ტყის მასივზეა გავრცელებული. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერსაც გაჩნდა. მის ლიკვიდაციას 11 დღე დასჭირდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close