საზოგადოება

თელავში ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრა გამართა

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი და საგანმანათლებლო საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი კახეთში დასაქმებულ ადვოკატებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების, ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ უკვე გატარებული და დაგეგმილი ცვლილებების გაცნობა, ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, ეთიკის კომისიის გაძლიერება და ადვოკატთა უმაღლესი სკოლის ფორმირების ადვოკატებისთვის გაცნობა იყო.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, შეიქმნება ადვოკატთა სკოლა, რომლის გავლაც ყველა ადვოკატობის მსურველისთვის იქნება აუცილებელი.

,,ადვოკატთა ასოციაციის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, არის რევოლუციური, ფაქტობრივად კანონში ადვოკატის დაცვის მექანიზმი იმავე ხარისხშია აყვანილი, როგორც მოსამართლის. ანალოგიური სისტემა მხოლოდ მსოფლიოს 5 ქვეყანაშია დანერგილი და მათ შორისაა საქართველოც. გარდა ამისა, ჩვენ გადავდივართ ფრანგულ მოდელზე და შეიქმნება ადვოკატთა სკოლა, რომლის გავლაც ყველა ადვოკატობის მსურველისთვის იქნება აუცილებელი”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close