საზოგადოება

თელავის ერეკლე მეფის მუზეუმის საცავში, ნახატები კანალიზაციის წყალმა ჩარეცხა

თელავში, ერეკლე მეფის სამუზეუმო კომპლექსში, რომლის რეაბილიტაციაზეც 14 მილიონი ლარი დაიხარჯა და რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა, საკანალიზაციო მილი გასკდა და ხელოვნების საცავში ექსპონატები დაზიანდა. მუზეუმის დორექტორის თქმით, მხოლოდ ქართველი მხატვრების 4-5 არაღირებული ნახატი დასველდა, რომელიც ამოიტანეს საცავიდან და გააშრეს. მომხდარი ინციდენტი ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა გაახმაურა, რომელსაც ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. თავად ვარდოშვილის მუზეუმის დორექტორმა საცავში არ ჩაუშვა, დასვენების დღე მოიმიზეზა. ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მუზეუმს, სადაც 65 ათასი ექსპონატი ინახება, დიდი ზიანი აქვს მიმდგარი და ხელისუფლება ამის დამალვას შეეცდება.

ნიკა ვარდოშვილი: ,,თვეებია ვაფრთხილებ ხელმძღვანელობას, რომ სამუშაოები ცუდადაა ჩატრებული და არ შეიძლებოდა ამ დარბაზის ექსპლუატაციაში შესვლა. ჯერ ვიზუალურად ნახეთ. მცხეთის სალობიეს უფრო ჰგავს, ვიდრე მუზეუმს. შინგით მოპირკეთება ისეთი კოჟრიანი, უვარგისი ფიცრებითაა გაკეთებული, თავმოყვარე ხელოსანი ხელს რომ არ მოჰკიდებს. ელექტროენერგია დამაგრძელებლებითაა გაყვანილი. საგამოფენო დარბაზი და კვების ობიექტი ერთ სივრცეშია მოქცეული. პირველი პროექტი დაიწუნეს, ძვირი ჯდებაო და უფრო მცირე მოცულობის დარბაზის აშენებაში სამჯერ მეტი გადაიხადეს. ტუალეტში რომ საკანალიზაციო მილი გასკდება და საცავს ჩარეცხავს, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პროექტი იყო? დირექტორი რომ ამბობს, არაღირებული ნახატები იყოო, თუ ღირებული და ფასეული არ იყო, მუზეუმში და საცავში რა უნდოდა?! არც გაახმაურებდნენ ამ ამბავს, მე რომ არ შემეტყო და პრესისთვის არ მეცნობებინა. ახლაც შეეცდებიან, ზარალი და ზიამი მიჩქმალონ.“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close