საზოგადოება

თეა სირაძე, რომელმაც 5 ინდოელი მამაკაცი სცემა, თავისუფალია

კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, მსჯავრდებული თეა სირაძე, რომელსაც 5 კაცის ცემისთვის 28-წლიანი სასჯელი უნდა მოეხადა, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ავრცელებს. კიკბოქსინგში საქართველოს სამგზის ჩემპიონი, 37 წლის თეა სირაძე 2010 წელს, 5 ინდოელი კაცის ცემის გამო თბილისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე მუხლით იხდიდა, რომელთა შორის არის თაღლითობა, გამოძალვა და ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. თუმცა თვითონ მსჯავრდებული, ინდოეთის მოქალაქეების ცემის გარდა, სხვა მუხლებით წარდგენილ ყველა ბრალს უარყოფს. მისი თქმით, ინდოეთის მოქალაქეებს მისგან ფული ჰქონდათ წაღებული და არ უბრუნებდნენ. სირაძის თქმით, როცა ფულის გამოსართმევად მათ სახლში მიაკითხა, ძალიან აგრესიული სიტუაცია დახვდა და იძულებული გახდა თავი დაეცვა. თეა სირაძე ადასტურებს, რომ ხუთი ინდოელი კაცი ძლიერად სცემა, თუმცა სხვა მუხლებით წარდგენილი ყველა ბრალს უარყოფს.

წყარო: pia

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close