საზოგადოება

თბილისის პრესტიჟული უბანი, სადაც თამარ მეფის მეომრები ბურთაობდნენ

თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული უბნის _ საბურთალოს ისტორია საკმაოდ საინტერესოა. რადგან ეს უბანი სწორ ადგილზე არის გაშენებული, თამარ მეფის დროს, აქ ქართველი მეომრები თურმე ხშირად მიდიოდნენ და “ბურთაობდნენ”. ამის გამო ადგილისთვის “საბურთაო” შეურქმევიათ. შემდეგ სახელწოდება ცოტათი შეიცვალა და დღეს საბურთალოს სახელით ვიცნობთ.

ამ ტეროტორიის შესახებ მოგვეპოვება ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა, სადაც იუწყება: ” გარნა ვერე წყნეთამდე წალკოტითა შემკულ და მრავალი მის სამხრით არის ველი საბურთალოსა. ამას შინა ყოფილა რუ ვერიდამ მოტანილი და აწ უმისოდ უნაყოფოდ არს”. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბურთალოში უნდა ყოფილიყო ბაღები, რომლებიც მდინარე ვერედან გაყვანილი არხით ირწყვებოდა.

გასული საუკუნის 30-იან წლებში აქ აშენდა სამსართულიანი სახლები. ამის შემდეგ დაიწყო უბნის ინტენსიური მშენებლობაც. 1917 წლიდან კი საბურთალო უშუალოდ დედაქალაქის ნაწილი გახდა.

1957 წელს აქ დაიწყო სპორტის სასახლის მშენებლობა და დასრულდა 1961 წელს. მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორები: ვლადიმერ მესხიშვილი, იური კასრაძე და თემო ჯაფარიძე. სხვათაშორის, სპორტის სასახლე ერთ-ერთი უდიდესი იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნების დარბაზებს შორის. საბურთალოზე დღესდღეობით 151 060 მოსახლე ცხოვრობს და ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბნად ითვლება.

ნეკა ნათელაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close