საზოგადოება

თბილისის მერიაში ხელფასებს აორმაგებენ

მერიის მაღალჩინოსნების ხელფასი ორმაგდება. ამის შესახებ განკარგულება მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. ამ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მთავრობაში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ახალ ნორმით ხსნიან.

“ადრე იყო გაყოფილი, ხელფასი ცალკე იყო, დანამატი ცალკე იყო, კიდე პრემია ზემოდან ცალკე იყო, ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება. კანონის შესაბამისად ხდება ეს ყველაფერი. მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების შეფასების შედეგად, მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვის, როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“ – განაცხადა თბილისი მერმა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.

“იმ დროს, როდესაც გაუძვირდათ ადამიანებს გაზი, შუქი, მედიკამენტები, ფაქტიურად ყველაფერზეა ფასები მომატებული და გაჭირვება დღითიდღე მატულობს. აი ამ დროს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები იზრდიან ხელფასებს და იორმაგებენ. მათ საკუთარი კეთილდღეობის და საკუთარი თავის გარდა არაფერი ანაღვლებთ,“ – აღნიშნა ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის თქმით, კალაძისგან მსგავსი გადაწყვეტილება არ უკვირს რადგან ეს “ქართული ოცნების” ხელწერაა.

“ქართული ოცნების” ხელწერად იქცა, რომ არჩევნების წინ საუბრობენ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე, არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, იგონებენ ახალ თანამდებობებს და ის პირველადი მოვალეობა რაზეც დაპირება მისცეს მოსახლეობას, არ ახსოვთ და არ მიკვირს, რომ კალაძეც ასე იქცევა“ -განაცხადა გაბაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  ირაკლი ზარქუა ოპოზიციას არ ეთანხმება და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით არც პრემია და არც დანამატი აღარ იქნება და თანამშრომლები მხოლოდ ხელფასს მიიღებენ.

წყარო: infonews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close