საზოგადოება

“თბილისიდან გამიტაცეს და საზღვარზე ფარულად გადამიყვანეს”

თბილისიდან გამიტაცეს და საზღვარზე ფარულად გადამიყვანეს, შემდეგ კი აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს გადამცეს, – ეს განცხადება აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლიმსასამართლო პროცესზე გააკეთა და კიდევ ერთხელ უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები.

სასამართლო პროცესი ამ დრომდე გრძელდება. პროცესზე უკვე მოუსმინეს მოწმეების ჩვენებას, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს. დაცვის მხარის მოთხოვნით, მოწმეების სიიდან ერთი პირი ამოიღეს. მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარემ დაადგინა, რომ მოწმეებს შესაძლებლობა აქვთ, მოუსმინონ ერთმანეთის ჩვენებას.

აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესს სამოქალაქო საზოგადოებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები აკვირდებიან.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს.

31 მაისს ბაქოს სასამართლომ მისი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ, არ აღიარებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close