საზოგადოება

თამარ იოვაშვილი: მარტივად რომ ვთქვა, დავით თარხან-მოურავმა დამასმინა

,,დღეს შსს-ს ქალაქის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი დამიკავშირდა. როგორც მისი სიტყვებიდან შევიტყვე, „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავს, ჩემზე საჩივარი შეუტანია. მარტივად რომ ვთქვათ, „დამასმინა“ ! „დასმენის“ არსი უბრალოდ სასაცილოა: თურმე, თამარ იოვაშვილი თარხან-მოურავის „დიად პარტიას“ პლაკატებით ემუქრება. პლაკატების შინარსი თქვენთვის ცნობილია – საკრებულოს პარტიულ სიაში, მისი პირველი ნომრის, გოჩა თევდორაძის ნამდვილი სახის ჩვენება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობიდან“, მათდამი მეგობრულ „პატრიოტთა ალიანსში“ პორტირება, წარმატებით განახორციელა.

პლაკატზე გამოტანილი ინფორმაცია, აღებული იყო საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტიდან, ანუ იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია, სადაც ნათქვამია, რომ: – „გოჩა თევდორაძე არის პარლამემენტის ორი მოწვევის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

როგორც „აღმოჩნდა“, თურმე ეს ინფორმაცია დავით თარხან-მოურავის და მისი „ამალის“ (რომელსაც დღეს საპარლამენტო პარტია ეწოდება) კომფორტულად ცხოვრებას „ემუქრება“. არ მინდა, კიდევ უფრო განვავრცო ე.წ. „პატრიოტებზე“ საუბარი, უბრალოდ მინდა ვუთხრა „დიდ ბუდას“, ბატონ დავითს, რომ: არისტოკრატიულ წრეებში „ოდეერობა“ არაა მიღებული ! ეს თქვენი საქციელი კი, ქუჩის გზააბნეული ლეკვის ყეფას უფრო გავს, ვიდრე კეთილშობილი ჩამომავლობის მქონე ადამიანის საქციელს !” _ აცხადებს უმუშევართა კავშირის თავმჯდომარე, თამარ იოვაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close