საზოგადოება

თათია გვარამაძე: შრომისუნარიანი ადამიანები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული საარსებო შემწეობაზე

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსმა თათია გვარამაძემ ,,უმუშევართა კავშირი“-ს ერთ-ერთ შეკრებაზე, სადაც საუბარი იყო სოციალურ დახმარებებზე განაცხადა:

,, მე მგონია, რომ საარსებო შემწეობაზე დამოკიდეულების შემცირება არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც და შრომისუნარიანი ადამიანები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული საარსებო შემწეობაზე. ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა საარსებო შემწეობის ოდენობა გაიზარდა გვეგონა, რომ კარგი რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ ძალიან გაიზარდა შრომისუნარიანი ადამიანების რიცხვი ამ ბაზაში, მათ შორის საარსებო შემწეობის მიმღებებში და ვხედავთ, რომ ძალიან დამოკიდებულები ხდებიან. განსაკუთრებით, თუ მრავაწევრიანია ოჯახია და ხედავენ, რომ ბევრი გამოსდით. მითუმეტეს ახლა, როდესაც წევრზე  60-60 ლარი გამოსდით. თუ  ოჯახი 5 წევრიანი 300 ლარს იღებს . ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა,  შეთავაზებულ 300 ლარიან სამსახურში არ წავა და არც მიდის.

უმუშევრობა შემწეობის დახმარებამ არ უნდა ჩაანაცვლოს, იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე გაჭირვებული ოჯახების მინიმალური საარსებო საჭიროებებისთვის. ჩვენ გვხვდება ძალიან ბევრი წერილები, სადაც იძახიან, რომ  სოციალური დახმარება მომეხსნა, კრედიტს ვერ ვიხდი, სწავლის დაფინანსება არ გვაქვს… ეს არა არის მსგავი ტიპის დახმარებისთვის, ეს არის მინიმალური დახმარება ადამიანებისა, რომელებიც   უკიდურესად არიან გაჭირვებულნი ანუ ღატაკი ადამიანების დახმარებაა. იმ ადამაიანებსაც  საჭიროებთ დახმარება, მაგრამ ამისთვის  საარსებო შემწეობა არ უნდა იყოს, რაღაცა სხვა ტიპის დახმარება უნდა არსებობდეს”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close