საზოგადოება

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ახაგაზრდა ქალი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილი, რომელშიც ქალი იჯდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

წყარო: imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close