საზოგადოება

ზვიად კუპრავა: შინაგანი რწმენა მქონდა, რომ მოწამლული ყავა ვერაფერს მიზამდა

ზვიად კუპრავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი:

_ ამბავი, რომელიც 6 ივნისს, რუსთაველზე მიმდინარე აქციების პიკზე მოხდა დაუჯერებელია, მაგრამ ასევე დადასტურებულია, რომ ნამდვილად მოხდა და თქვენ, რომ ეხლა ჩემს პოსტს კითხულობთ, არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წყალობა და ალბათ იღბალიც, რომელიც ნამდვილად მწყალობს..   
   როდესაც ევროპიდან თბილისში დავბრუნდი, სადაც წინა დღის წასული ვიყავი, პირდაპირ გავეშურე რუსთაველის გამზირისკენ.. მეგობრებთან და ჟურნალისტებთან მცირე საუბრების შემდეგ, დაღლილი მივწექი კარავში..
ყავა შემომთავაზეს კარავში მყოფებმა, (პირების იდენტიფიცირებას შგნებულად არ ვახდენ) რასაც სიამოვნებით დავთანხმდი და 10 წუთში, მოტანილი ყავის გემოც გავსინჯე…
ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ ყავას სეზონის მიუხედავად, მუდმივად გრილს ვსვავ და ვინაიდან მოტანილი ყავა ცხელი იყო, ორი მცირე ყლუპის მოსმის ჩემდეგ ჩამოვდე საწოლის რკინის კონსტრუქციაზე, სადაც მე ვიწექი…
დაახლოებით 10 წუთში უკვე მოვიძიე ჩემი გაგრილებული ყავა, მაგრამ ვნახე, რომ მუყაოს ჭიქა, რომელშიც ყავა ესხა, ჩამოვარდნილი ეგდო ძირს, იატაკზე..
გული დამწყდა და ავდექი, რა დროსაც თავბრუ დამეხვა და თავი შეუძლოდ ვიგრძენი… მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად და იქვე მდგარ ჯიმი დელიბაშვილს ვთხოვე გავეყვანე კარვიდან, რადგან არ მსურდა ჩემი ცუდად გახდომა კარავში ვინმეს შეემჩნია და პანიკა ამტყდარიყო.. რადგან ჩემი მოწამვლით გამოწვეული პანიკა, ავტომატურად კარვების დაცლას გამოიწვევდა..
ჯიმიმ გამიყვანა გარეთ და ქაშუეთის უკან, ბაღში გავედით. სიმტომები მემატებოდა, მაგრამ შინაგანი რწმენა მქონდა, რომ მოწამლული ყავა ვერაფერს მიზამდა, რადგან ვიცოდი, რომ მისი მხოლოდ მცირე დოზა დაახლოებით 5-7% მქონდა მიღებული და ვიმედოვნებდი, რომ ორგანიზმს ვერ მოერეოდა.
დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ უკეთ გავხდი და კარავში დავბრუნდი… ჩემთვის გასაგები იყო ყველაფერი რაც მოხდა… და დავიწყე მტკიცებულებების მოგროვება..
მალევე, რუსთაველი ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე მდებარე ბიო ტუალეტში ადმინისტრაციულად დამაკავეს და 14 დღით იზოლატორისკენ მიკრეს თავი.. იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოვუყევი ჩემი მოწამვლის შესახებ, თუმცა ამავდროულად ვთხოვე, რომ ფაქტი არ გაეხმაურებინა, რადგან შესაძლო იყო ჩემს გამოსცლამდე მტკიცებულებები გაენადგურებინათ…
როგორც კი გამოვედი პირველივე წუთიდან ამ საქმის ბოლომდე მიყვანით დავკავდი, მთავარი პირი, ვინც მე ყავა მომიტანა, ჩემი მოწამვლის ფაქტს ძალიან განიცდიდა. ის, როგორც მოწმე სახალხო დამცველს მივუყვანე, რომელმაც დეტალურად მოუყვა ომბუცმენს, რომ ყავა რომელიც მან მე მომიტანა, ყიდვის შემდეგ, მისმა ყოფილმა მეგობარმა, სუსის თანამშრომელმა (პიროვნება იდენტიფიცირებულია) გამოართვა და მთელი გზა, მიწისქვეშა გადასასვლელიდან კარვამდე, მას ეჭირა ხელში..
ომბუცმენთან ვიზიტის შემდეგ, 27 ივნისს, გამთენიისას მთავარი მოწმე ორმა პირმა კოსტავას ქუჩიდან გაიტაცა.. რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ კოჯორში კონსპირაციულ სახლში მიიყვანეს (სახლი იდენტიფიცირებულია) სადაც ოთახებში ათეულობით ლეპტოპი იყო, რომელშიც სხვადასხვა პირების, მათ შორის გატაცებული მოწმის ფეისბუქ აქაუნთი იყო გახსნილი…
პირები, რომლებიც ასევე იდენტიფიცირებულია, მთავარი მოწმისგან ითხოვდნენ უარყოფას ომბუცმენის ოფისში მიცემული ჩვენების, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.. აგრეთვე აყენებდნენ მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას…
მოწმის გატაცება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა დადასტურებულია აგრეთვე სახალხო დამცველის აპარატის მიერ.. პროკურატურამ გამოძიება სწორედ ომბუცმენის მიმართვის საფუძველზე დაიწყო!

გამოძიება სსკ სამი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი 333 მუხლია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.. დანარჩენ მუხლებს და მტკიცებულებებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროვებ…

ძალიან მალე, საზოგადოება ამ საქმის სკანდალურ დეტალებს შეიტყობს..!

კიდევ ერთელ დამარცხდა სუსი!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

პ.ს. ფაქტის აქამდე არ გახმაურება, მხოლოდ და მხოლოდ მტიცებულებების მოგროვებას ისახავდა მიზნად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close