საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება

გუშინ, ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე, ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს ადვოკატები ემოციურად დაემშვიდობნენ. ისინი მადლობას უხდიდნენ იმ საქმიანობისთვის, რაც 8 წლის განმავლობაში ბატონმა ზაზამ ასოციაციისთვის თითოეული ადვოკატისთვის გააკეთა. ისინი თვლიან, რომ ზაზა ხატიაშვილი არის ისტორიული პიროვნება და ის ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. მისი დამსახურებაა, დღეს, ადვოკატთა ასოციაცია ერთიანი და დამოუკიდებელი რომ არის, ციხეები ადვოკატებით არ არის სავსე და ევროპელი კოლეგები მაგალითს ჩვენგან იღებენო.

euronews.ge -ს მიეცა შესაძლებლობა, გადაეღო ზაზა ხატიაშვილთან დამშვიდობების პროცესი. შემდეგ კი ინტერვიუზეც არ დაგვზარდა. მას არჩევნების პირველ ტურზე მომხდარ ფაქტზეც ვესაუბრეთ.

ზაზა ხატიაშვილი:

_ ადვოკატი დავით ლანჩავა შემოვიდა და შლიდა არჩევნებს. ყველა ტელევიზიამ დაინახა და მოისმინა, როგორ ყვიროდა – არჩევნები ყალბდება და დენი უნდა ჩაქრესო, მაგრამ დენი არ ჩამქრალა. ეს არის ხუთვარსკვლავიანი არენა. როდესაც ატარებენ კალათბურთის თამაშებს, მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ შუქი არ უნდა ჩაქრეს. იმიტომ ჩავატარე აქ არჩევნები, რომ დენი არ ჩამქრალიყო. ეს ადამიანი შემოვარდა, კომისიის წევრებს ჰქონდათ ბიულეტინები, ერთ-ერთს მე გამოვართვი, ირმა ჭკადუამ მითხრა, რა არისო და მივეცი. ჭკადუამ ეს დაადასტურა.

ამ პატარა ადამიანებს რომ ვუჩივლო, მაგათ დონეზე რომ დავეცე, ზაზა ხატიაშვილი ხომ აღარ ვიქნები?

 _ მედიასაშუალებებით ეს ინფორმაცია სხვა კონტექსტით გაავრცელეს და არ თვლით, რომ ეს იყო თქვენი პატივისა და ღირსების განგებ შელახვა?

_ ხო, მაგრამ ეს მოხდა პატარა ადამიანების მიერ. ადამიანებისგან, რომლებიც შეეცადნენ ჩემი სახელის შებღალვას, მაგრამ დღეს დავწერე ფეისბუქზე და ადვოკატებს ვთხოვე, რომ მოსულიყვნენ. ათასზე მეტი ადვოკატი მოვიდა. აქედან გამომდინარე, ეს არის დიდი სიყვარულის, ერთგულების, პატივისცემის დადასტურება ადვოკატებისგან ჩემთან მიმართებაში. თქვენც ხედავთ, რომ ადვოკატები რიგში დგანან, რათა დამემშვიდობონ. ეს არის დიდი გამარჯვება.

ამ პატარა ხალხს მინდა ვუთხრა, რომ უნდა სცხვენოდეთ! ზაზა ხატიაშვილმა შექმნა ყველაზე ძლიერი უფლებადაცვითი ორგანიზაცია ევრობაში. ეს თქვა  24 ნოემბერს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა. ზაზა ხატიაშვილის ღვაწლს ყველა აღიარებს და ის, რომ 8 ადამიანი წავა და იჩივლებს… ერთ-ერთი მოსარჩელე არის ადამიანი, რომელიც ჩემს შვილებზე სიბინძურეებს ავრცელებდა.

_ ვის გულისხმობთ?

_ ადვოკატ ემზარ პაქსაძეს. 5-8 ადამიანი მე სახელს რანაირად შემიბღალავს? საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას. მაინც არაფერს არ ვიტყვი, არც ვიჩივლებ. უფალს ვთხოვ, ამ მარხვაში, ჭკუაზე მოიყვანოს ეგ ხალხი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close