საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილის განცხადება ადვოკატ ირმა ჭკადუას მიმართ განხორცილებულ ზეწოლასთან დაკავშირებით

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადება
ადვოკატ ირმა ჭკადუას მიმართ განხორცილებულ ზეწოლასთან დაკავშირებით:

,,მედია საშუალებებით გავრცელდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, დეკანოზ მამალაძის ბრალდების საქმის, ერთ-ერთი მოწმის – სოსო ოხანაშვილის ჩვენების ფრაგმენტი, სადაც ის ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ავრცელებს დაუზუსტებელ და ჩემი შეფასებით, აშკარად ცილისმწამებლურ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ქ-ნ ირმა ჭკადუას სავარაუდო მონაწილეობაზე საპატრიარქოს მხრიდან მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში.
მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციაციის თავმჯდომარეს, მიუღებლად მიმაჩნია ადვოკატთა მიმართ დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რომელიც მიმართულია ადვოკატის დისკრედიტაციისაკენ და მიზნად ისახავს თავისუფალი პროფესია – ადვოკატის ნდობის შელახვას საზოგადოებაში.
ამასთან, ადვოკატთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების მე-16 მუხლის თანახმად ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი საქმიანობა დაბრკოლების, ღირესების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე. ასევე, დაუშებელია ადვოკატის შევიწროება, მასზე ზეწოლა, მორალური თუ მატერიალური ზიანის მიყენება”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close