საზოგადოება

,,ვტ…თ. პოსტები გვინდა რა…” – ეს მიმოწერა დავით ოქიტაშვილს ეკუთვნის

გიგა ქურხაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დავით ოქიტაშვილს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეობაზე არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. მათი პირველი შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეიში“ შედგა, სადაც ოქიტაშვილმა ახალგაზრდას თავისი გეგმები გააცნო და რის შემდეგაც, გიგა ქურხაშვილს (მისივე თქმით), თმები ყალყზე დაუდგა. ოქიტაშვილთან შეხვედრისა და მისი გეგმების გაცნობის შემდეგ, გიგა ქურხაშვილმა სასწრაფოდ გაავრცელა ვიდეომიმართვა და ჩაატარა ბრიფინგი, სადაც დელეგატები და საზოგადოება გააფრთხილა – მათ იარაღად იყენებენ, რომ ოქიტაშვილს ბანქოს კარტივით ათამაშებს უშიშროება და არანაირი „ქართული ოცნება“ მის უკან არ დგას, როგორც ოქიტაშვილი აცხადებს.

გთავაზობთ ამ ვიდეომიმართვას:

„მე გიგა ქურხაშვილი, რომელიც ვმუშაობდი გაერთიანებული პროფკავშირების ახალგაზრდულში და ვიყავი ერთ-ერთი აქტიური წევრი, ვიგრძენი ჩემდამი უყურადღებობა და გადავწყვიტე, დამეტოვებინა აღნიშნული  სამსახური. რამოდენიმე თვის უკან ბატონმა დავით ოქიტაშვილმა გააკეთა განცხადება პროფკავშირების თავმჯდომარის  პოსტზე არჩევნებში  მონაწილეობის შესახებ და წამოაყენა თავისი კანდიდატურა. მე გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი მასთან და გულწრფელად დავდგომოდი გვერდში ჩემი შეხედულებებით და გამოცდილება გამეზიარებინა მისთვის იმ იმედთ, რომ სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ მე იქ რა სიბინძურეც და გულის ამრევი მარაზმი დავინახე, ამან რადიკალურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება დავით ოქიტაშვილზე და მის  ქმედებებზე. ეს ქმედებები მოიცავდა შანტაჟს, ტყუილს და სიბინძურეს. შანტაჟი მიმართული იყო პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის მიმართ. ოქიტაშვილი  ამბობდა, რომ ახალგაზრდები არ ჰყოფნიდათ და უნდოდა ამ ბავშვების შანტაჟის და კომპრომატების გზით გადაბირებას, რაზეც საზოგადოებას წესით სერიოზული აგრესია უნდა ჰქონდეს. ასევე, მან მითხრა, რომ ჩამოაფრინა მოწმე, რომელიც ისაუბრებდა ირაკლი პეტრიაშვილზე და გვირგვლიანის თემებზე „იმედის კვირაში“. ასევე მაჩვენა ფოტო, რომელზეც აღნიშნავდა, რომ იყო პეტრიაშვილი. მაგრამ, როდესაც მე ვკითხე, ფოტოზე მართლა იყო თუ არა პეტრიაშვილი, მან მიპასუხა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო ჩვენ  საზოგადოებისთვის დაგვეჯერებინა ეს ამბავი, რომ მას მხარდაჭერა ჰქონდა მთავრობიდან და რომ ოქიტაშვილს ფაქტებს აწვდიდა უშიშროება. ამის შემდეგ მე დავუსვი კითხვა, რა შუაში იყო საზოგადოება პროფკავშირების არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც თავმჯდომარეს დელეგატები ირჩევდნენ, მან მიპასუხა, რომ დელეგატები არ აინტერესებდა და რომ ეს ამბავი უკვე მთავრობაში იყო გადაწყვეტილი. უფრო მეტიც, პეტრიაშვილის დის ქმარზე, მან დაურეკა თავის მეგობარს, რომელიც არის მინისტრი და უთხრა, რომ გაენთავისუფლებინა იგი სამსახურდან და მითხრა რომ თანხმობა მიიღო და დღე-დღეზე გაუშვებდნენ პეტრიაშვილის დის ქმარს. მან თქვა, რომ ჩემი სატელეფონო ჩანაწერი მინისტრთან ჩემს ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს აქვსო. საზოგადოებამ ალბათ ესეც უნდა იცოდეს, რომ ჩემს კითხვაზე, გააგრძელებთ თუ არა თქვენ, პასუხი მივიღე, რომ მე კულტურის მინისტრად მიშვებენ და ხათუნა ხოფერია, რომელიც ყველას უყვარს და პატვს სცემს, გავა პროფკავშირების ხელმძღვანელადო. ამ ყველაფრის გამო მე ვემიჯნები ამ სიბინძურეს და მოვუწოდებ დასაქმებულ ხალხს, რომ არ დაკარგონ თავის თავისუფლება და ორგანიზაცია გაერთიანებული პროფკავშირების სახით“ .

გიგა ქურხაშვილმა წარმოადგინა მისი და დავით ოქიტაშვილს შორის არსებული მიმოწერა, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ:

„დათო ოქიტაშვილი: დამირეკე.

გიგა ქურხაშვილი: მანქანით ვმოძრაობ, ახლავე გავაჩერებ პარკინგზე და დაგირეკავთ.

დათო ოქიტაშვილი: პეტრიაშვილის მფარველი და თანამოაზრე ცნობილია. ეს გახლავთ გია ჟორჟოლიანი, რომელიც დადის კარდაკარ და გაჰყვირის პეტრიაშვილი თუ არა, მაშინ არც ოქიტაშვილიო!!! რატო შეგეშინდათ ასე ბატონო გია!!! არ მეგონა და არც გამკვირვებია ასე რომ იცავთ კაცმოძულეს, გვირგვლიანის მკვლელების გამპრავებელს, თაღლით პეტრიაშვილს!!! დაე საზოგადოებას გაეცით პასუხი რატო!!!

გიგა ქურხაშვილი: მიწერეთ იმ ჟორჟოლიანს, ხომ დააყენებიეს ტრ… ხო დაემუქრნენ.

დათო ოქიტაშვილი: უკვე მიწერეს.

გიგა ქურხაშვილი: გასაგებია.

დათო ოქიტაშვილი: ნაბოზვარ.

გიგა ქურხაშვილი: სხვა სიახლე ხო არაფერია?

დათო ოქიტაშვილი: ვტ…თ. პოსტები გვინდა რა. დარტყმა, ეს გააგიჟებს,

გიგა ქურხაშვილი: ამ ჟორჟოლიანმა განცხადება გააკეთა?

დათო ოქიტაშვილი: არა ჯერ, დაიკიდე.

მართლა ეკუთვნის თუ არა ხსენებული მიმოწერა დავით ოქიტაშვილს, სადაც ჟორჟოლიანი ასე უცენზურო სიტყვებით არის შემკული, ამის გასარკვევად დავით ოქიტაშვილს დავუკავშირდით:

–  გიგა ქურხაშვილმა თქენი მიმოწერა გაასაჯაროვა?

– ამ ადამიანმა რამოდენიმე ხნის წინ ჩემთან მოითხოვა შეხვედრა და შევხვდით კიდეც სასტუმრო „ჰოლიდეიში“. იქ მან მოიტანა ორი ინფორმაცია, რომ მას სცემენ, დევნიან ირაკლი პეტრიაშვილის ნათესავები და იქნებ მე რაღაცაში დავეხმარო. მან ასევე მითხრა, რომ ბატონო დავით, თქვენ იცით, რომ ტყუილად იბრძვით ამ არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ირაკლი პეტრიაშვილს მფარველობს პარლამენტარი გია ჟორჟოლიანიო. მე ვუთხარი, რომ ამის შესახებ არ ვიცოდი და მეორე დილითვე მივწერე გია ჟორჟოლიანს.

–  რა მისწერეთ?

–  მე მივწერე მას და გავაფრთხილე, რომ ბატონო გია, იძახიან, რომ რომ თქვენ მფარველობთ ირაკლი პეტრიაშვილს და ა.შ. ეს არის პეტრიაშვილის აგონია და ის ცილისწამება, რომ მე ახლა კულტურის მინისტრად დამნიშნავენ, ხათუნა ხოფერიას კი – პროფკავშირის თავმჯდომარედ. კანონი პროფკავშირის შესახებ ითვალისწინებს, რომ თავმჯდომარე ირჩევა ოთხი წლით ყრილობის მეშვეობით, რომელსაც ხმას აძლებს დელეგატების ორი მეხუთედი და როდესაც შენ უნდა გახდეს პროფკავშირებით თავმჯდომარე, უნდა იყო დელეგატი ყრილობის და პროფკავშირის წევრი. არც ერთი და არც მეორე ხათუნა ხოფერია არ არის. ხოფერია არის ჩემი მეგობარი და ჩვენ ერთად ვებრძვით ამ უსამართლობას.

–  ანუ ადასტურებთ რომ გიგა ქურხაშვილთან ეს მიმოწერა თქვენია?

–  დიახ, ეს მიმოწერა მე მქონდა მასთან.

–  ვიდეომიმართვაში საუბარია იმაზე, რომ თქვენ უკვე დაგირეკიათ სადღაც და გითქვამთ, რომ პეტრიაშვილის დის ქმარს გააგდებენ სამსახურიდანო?

–  ამ ახალგაზრდამ თვითონ მითხრა, რომ პეტრიაშვილის დის ქმარი მემუქრება, ფეხებში გადაკტეხავო, დაგცხრილავ და ა.შ. მე ვუთხრია, არა მგონია დღეს ასეთი რამეები ხდებოდეს, მაგრამ მაინც მითხარი სად მუშაობს, იქ დავრეკავ, ვეტყვი და თუ ეს დადასტურდა, რა თქმა უნდა, გააგდებენ-მეთქი. რა ვთქვი არასწორი. ამ ბავშვმა მითხრა, რომ მანქანაზე ვარ, ახლა გადავაყებენ და მითხარი, რა პოსტი დავდოო.

–  ბატონო დავით, იქ ცოტა უცენზურო სიტყვებია მიწერილი თქვენი მხრიდან?

– ეს მე ვთქვი პეტრიაშვილზე, რომელიც უფრო მეტს იმსახურებს და მეტსაც ვეტყვი. ეს სიტყვები მისთვის არის წამალი.

–  იქ ჟოჟოლიანზეა საუბარი?

–  არაა მასე.

ამის შემდეგ კომენტარისთვის პარლამენტარ გია ჟორჟლიანთანაც ვცადეთ გასაუბრება:

–  ბატონო გია, ოქიტაშვილის და გიგა ქურხაშვილის მიმოწერაში  თქვენ ფიგურირებთ, როგორც ირაკლი პეტრიაშვილის მფარველი?

–  წადით და მას ჰკითხეთ. მაგ სულელის ლაპარაკზე მე არავითარ კომენტარს არ გავაკეთებ. ვინ არის, ვინ მიგდია ეგა, რომ მე რამე კომენტარი გავაკეთო. რასაც გეუბნებით, ეს გაიმეორეთ.

–   ანუ პეტრიაშვილს არ ლობირებთ?

–  არანაირი კავშირი მე არჩევნებთან არ მაქვს, ხოლო თუ ვინმე უცენზუროს გაბედავს, ის მიიღებს თავის პასუხს, არა ისე, მესინჯერის კლავიატურით, არამედ როგორ წესი და რიგია, და კარგად დაფიქრდეს… მაგრამ, ახლა დაფიქრებაც აღარ უშველის, თუ მართლა ასეა. პასუხს ჩემი შეურაცხყოფის მოყენებისთვის მიიღებს სხვანაირად.  არავითარ კომენტარს ამაზე მეტს არ გავაკეთებ, მეტი დარდი არ მაქვს ვიღაცა სულელის ნათქვამზე ვილაპარაკო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close