სამართალი და კრიმინალი

,,ვიკრიბებით ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისში”_ თავისუფალი სიტყვის დასაცავად ბრძოლა იწყება!

დავით ჯაფარიძე:

17 დეკემბერს, უსამართლოდ მსჯავრდებულების ლაშა დეკანაძისა და მერაბ ღოღობერიძის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით უნდა მივმართოთ ბატონ კახი კახიშვილს და შესაბამის კომისიას ადვოკატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ირაკლი ჩხვირკიას არ უთხოვია და არ ვართ უფლებამოსილნი.)
ვიკრიბებით ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისში. თავისუფალი სიტყვის დასაცავად ბრძოლა იწყება.
არასამთავრობო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და წევრებს – გივი მამულაძეს ,თამაზ ბაკურიძეს, ლაურა ტაკიძეს, გოჩა შავაძეს, ასლან ჭანიძეს ვთხოვ მოამზადონ კოლექტიური განცხადება (ტექსტში დავეხმარები, კანონშესაბამისი რომ იყოს), ადვოკატების კოლექტიურ განცხადებას მე მომავზადებ.
ერთად დავუპირისპირდეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკანონო განაჩენებს და დავუბრუნოთ ოჯახებს მათი უდანაშაულო წევრები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close