საზოგადოება

,,ვანო ზოდელავა სიცოცხლისთვის იბრძვის და ქალაქის ხელმძღვანელობას, მისი მონახულება, აზრადაც არ მოსვლია”

ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო ,,ექსკლუზივ ნიუსის” ხელმძღვანელი, დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას შესახებ პოსტს აქვეყნებს.

,,როცა იყო ბნელი და უკუნი, მახსოვს მაშინ, ვანო ზოდელავა მთელს ქალაქს სარწყავი მანქანით რომ შემოურბენდა და გადაცხელებულ ქუჩებს გრილი ოხშივარი ასდიოდა… რამდენჯერმე ჩავიბურდღუნე კიდეც ნაწყენმა, რა წიღო ამ კაცმა ტვინი, როგორი პოპულისტია და მუდამ თავის გამოჩენაზე როგორ ფიქრობს-თქო… ახლა კი რეალობა ასეთია, ვანო ზოდელავა სიცოცხლისთვის იბრძვის და დარწმუნებული ვარ, აზრადაც არ მოსვლია ქალაქის ახლანდელ ხელმძღვანელობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულიყო, წარსულისა და უფროსი თაობის პატივისცემა, ხომ სამშობლოს ღალატთან გაიგივებული ქმედებაა???…მაგრამ იქნებ მისგან ქუჩების გაგრილების მეთოდი და კონტროლი მაინც გადმოგეღოთ ბატონებო, მიუხედავად იმისა, რომ ის ბნელი და უკუნი პერიოდის ქალაქის მერი იყო და თქვენ 21-ე საუკუნის ჩინოვნიკები ხართ!…. გამოდით კაბინეტებიდან და აკეთეთ საქმე, ქუჩები გააგრილეთ და მორწყეთ, ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია. მარტო იმ ქუჩებს ნუ მორწყავთ, თქვენ რომ დადიხართ.

პ.ს. მე პირადად, ქალაქის ყოფილ მერს ბატონ ვანო ზოდელავას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მართლა ძალიან მომენატრა, მისი ენერგიული და თუნდაც პოპულისტური მუშაობის სტილი… საქმეს კი აკეთებდა და დანარჩენი, მე არ მაინტერესებს!

წყარო: exclusivenews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close