საზოგადოება

“ეს GDS არაა, საზოგადოებრივია!”-ხმაურიანი შეხვედრა არხის დირექტორსა და თანამშრომლებს შორის

საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს პროფკავშირების წარმომადგენლებ და არხის ის თანამშრომლები ხვდებიან, რომელსაც მენეჯმენტი საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლას უპირებს.

შეხვედრა დაახლოებით საათნახევარია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 150-მა თანამშრომელმა მენეჯმენტს პასუხი დღეს უნდა გასცეს. თუ ისინი შემოთავაზებას არ დათანხმდებიან, ავტომატურად დაკარგავენ სამსახურს. შეხვედრა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.

“მე მასკარადს არ ვაწყობ, ეს ძალიან კარგად იცით. ეს რა დამოკიდებულებაა? რას ნიშნავს, რომ მასკარადს ვაწყობ?! თქვენ ხომ არ გავიწყდებათ, რომ ეს არ არის GDS, ეს საზოგადოებრივი მაუწყებელია”, – მიმართა შეხვედრაზე მაუწყებლის ჟურნალისტმა ნინო ზაუტაშვილმა ვასილ მაღლაფერიძეს.

ამ თემაზე გუშინ მაუწყებლის თანამშრომლებმა აქციაც გამართეს. მოგვიანებით მაუწყებლის მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის მიზეზები განმარტა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. 

ipress.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close