საზოგადოება

“ეს ხდება იქ, სადაც ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა”

სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძემ ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრასთან დაკავშირებით წერს:

„გუშინ ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე, ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო,ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო. ეს ხდება იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ხანძრის გამო ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ გაჩერებულა. თუ ასე გაგრძელდა და თუ ამის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ, რამეთუ სწორედ ბორჯომის ტყეა ის ძირითადი რესურსი და სიმდიდრე, რომელიც ბორჯომის უნიკალურ მინერალურ წყალს ქმნის“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე „თიბისი ჯგუფის“ და კომპანია „ბორჯომის“ დამფუძნებელი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close