პოლიტიკა

,,ეს დამიმალეს კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა” _ ივანიშვილი ყოფილ პრემიერთან დაპირისპირების მიზეზებზე ალაპარაკდა

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს მისი და ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირებაზეც ისაუბრა. ერთ-ერთ მიზეზად მან მოსახლეობის ჭარბვალიანობა და ბანკების მიმართ რეგულაციების არშემოღება დაასახელა.

,,ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან მე პირადად ამ შეხვედრუს დროს, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა. ეს არ იყო შეცდომა, მე ჩავუთვალე მას გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით. ჩვენ იუნისეფის კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო ტრაგიკული. აღარ მინდა დავამძიმო მდგომარეობა, მაგრამ ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე რომ საზოგადიების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში ქართული ოცნების შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. მაგაში ლომის წილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას, რომ ხალხი იღებდა სესხს და არ იცოდა, ის როგორ უნდა მომსახურებოდა მას. ეს იყო ის, რაც ორწელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პრემიერ მინისტრი გახლდათ კვირიკაშვილი, თვე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ შემეხსენებინა. ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ მე პრემიერ მინისტრს ხშირად ვახსენებდი. რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა და ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის. ეს არის არანორმალური. ამ ფონზე, რომ ჩვენი ორი ბანკი, ,,საქართველოს ბანკი” და ,,თი ბი სი ბანკი” მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად, მეორე მხრიდან როდესაც ვხედავთ, რომ ჭარბვალიანობის მხრივ საქართველო ისევ პირველ ადგილზე თუ ბოლოზე დგას, როგორც გინდათ ეს შეაფასეთ. საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსსებელი. რა თქმა უნდა, ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ.

არ გაჩნდეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ მე ბანკების წინააღმდეგი ვარ. პურიქით ეს აუცილებელი სტრუქტურებია და ჩვენ მას მაქსიმალურად დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე ამის მზაობაც გამაჩნია, მაგრამ რეგულაციები და კოორდინაცია, ეს მთავრობის მოვალეობაა და ეს უნდა მომხდარიყო დროულად. სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ეს. ამავდროულად გავიგე, რომ იქ მალავდნენ და ფარავდნენ რაღაცეებს. მალავდნენ თურმე კვლევას. სავალუტო ფონდი თურმე მსგავსს ეუბნებოდათ მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდეგ მე განვაცხადე, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდებოდა. ეს კვლევა დამიმალეს კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილი ამბობს, კვირიკაშვილთან შეთანმებით ეს კვლევა არ გამოვაქვეყნეო.  რაღაც მიზეზს ამბობს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა იმ გუნდთან შეხვედრაზე” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close