საზოგადოება

,,ეს ბიჭი სანამ ხელში არ ჩაგაკვდებათ, არ შეიძლება რაიმე გააკეთოთ პატივცემულებო?”

,,ეს ბიჭი სანამ ხელში არ ჩაგაკვდებათ, არ შეიძლება რაიმე გააკეთოთ პატივცემულებო? თუ მან მართლა ჩაიდინა ის, რასაც ედავებიან, მე მგონი ამდენი ნერვიულობით და სინდის ქეჯნით გამოსყიდული აქვს უკვე და ის მაინც ქენით, რომ ამ პროცესს სეირის საყურებლად ნუ აქცევთ.
მახსოვს, ადრე გულებით და მოწონებებით იყო მისი კედელი გადატვირთული და ხელისუფლების ყველა შტოსთან მეგობრობდა თავადაც. ან მიუსაჯეთ დროზე და ან გამოუშვით თავდებით.
მე არ უნდა ვწერდე ეხლა ამას.. სად ხართ მისი ყოფილი “გულშემატკივრები”?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ,,სახალხო პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე.

ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლემ სასამართლო პროცესზე შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა მხოლოდ დღევანდელი პროცესის დახურვის შესახებ, რადგან დაცვის მხარეს უნდა წარედგინა ბრალდებულის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

დღევანდელ პროცესზე განცხადება გააკეთა თავად ოთარ აბესაძემაც და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრი გარდაიცვალა, რადგან მასზე ნერვიულობდა, ამჟამად კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. მოსამართლემ შუამდგომლობების შემდეგ განმარტა, რომ მორალურად ცუდად ყოფნა არ ნიშნავს, რომ პროცესი უნდა გადაიდოს და იმის გამო, რომ ნამდვილად დადასტურებულიყო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ოთარ აბესაძე ექიმმა გასინჯა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობისთვის სხდომის გაგრძელება საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ სასამართლო სხდომა განახლდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close