საზოგადოება

ესმა კუნჭულია: ნამდვილო, ნიჭიერო ინტელექტუალებო, გამოჩნდით რააააა…..

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

,,გრძელი პოსტების „ოდითგანვე“ მტერი ვარ. თან აღარც დრო მაქვს და აღარც სურვილი… მაგრამ მინდა, ეს პოსტი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მაინტერესებს! ვეცდები, სიტყვები დავზოგო და ისე გიამბოთ: მეორე დოქტორანტურაში მეორე კურსს ვხურავ. იცით ეს ჩემმა მაეგობრებმა და ისიც იცით, ექსკლუზივების რა „მანიაკი“ ვარ. დოქტორანტის სემინარისთვის – ცნობილი სოციოლოგი, იელის უნის პროფესორი ჯეფრი ალექსანდერი მოვძებნე და ჩავწერე. თემა – კულტურული ტრავმა. მინდოდა მასთან ტერმინი „დაკარგული/ოკუპირებული ტერიტორიების გემოსა და სურნელის კულტურული ტრავმა“ შემეთანხმებინა. ძალიან შემიქო ტერმინი… გამეხარდა. ამაზე ცალკე გიამბობთ. თუმცა ინტერვიუში, გავშალეთ სხვა თემებიც (არა გემოსა და სურნელზე).

 „მე ინტელექტუალი ვარ“, მითხრა. ეს ტერმინი ჩვენთვის „ერუდიტის“ სინონიმია, ცოტა ბოჰემური ელფერით. აქ ჩვენ „ინტელიგენციას“ ვიყენებთ და ეს სულ სხვა ფენაა საზოგადოების (ძირითადად მთავრობასთან განაბულების). ინტელექტუალი – დასავლეთში სხვა მოვლენაა, ისტებლიშმენტთან მოპაექრე, კონფორმიზმის გარეშე, მუდამ უკმაყოფილო ქოფაკია და როგორ ჯეფრი ალექსანდერმა ამიხსნა, მემარცხენეობამ 1960-იანებში მას გაუღვიძა სურვილი „და იქ ვიფიქრე, გავხდები მე ინტელექტუალი და შევცვლი სამაყაროს“….. ინტელექტუალი იქ როლია, რომელსაც ირჩევს ადამიანი და ცდილობს, ბოლომდე ნიჭიერად შეასრულოს, ასეთები იყვენენ ემილ ზოლა, სარტრი, ფუკო, ბურდიე და ა.შ….

 აღარ გავაგრძელებ!!! ინტელექტუალის მოვალეობაა: საზოგადოების კონცენტრირება, მისთვის ორაზროვნებისგან გათავისუფლება და სიმართლის მითითება. …… მაგრამ ინტერნეტმა ყველაფერი მოშალა. აქ უკვე ყველას შეუძლია, საკუთარი აზრი დააფრქვიოს და ჰყავდეს აუდიტორია. ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. ცნობილი გერმანელი ინტელქტუალი იურგენ ჰაბერმასი წერს: „ინტერნეტმა ტრადიციული საჯაროობა შეცვალა, რომლის ფუნქციაც დაბნეული საზოგადოების კონცენტრირება იყო. დღეს ინტერნეტი ახერხებს საყოველთაო გათანაბრებას“… ჰაბერმასი იყენებს ტერმინს – ეგალიტარიზმს (Egalitarismus ), რის შედეგადაც ხდება სხვადასხვა, გაურედაქტირებელ გამონათქვამებზე მასიური წვდომა.

აი, ამ მოვლენას ყველაზე დიდი დოზით ქართულ ფეისბუქზე ვაწყდებით. შექმნილია „ინტელექტუალების“ კასტები, რომლებიც ერის მამის ან დედის როლში ჩნდებიან და საზოგადეობაც უარესად დაბნეულია… რაღაცნაირად მომინდა, ასეთებს მივმართო: გაუფრთხილდით აუდიტორიას! ნუ იყენებთ მათ, თქვენი ამბიციებისთვის და კარიერისთვის. ისედაც აღრეულია აზრები, დრო და რეალობა ამ ჩვენს პაწია, ლამაზ საქარველოში და არ ღირს კიდევ უფრო დაბნევა…

თქვენ კი, ნამდვილო, ნიჭიერო ინტელექტუალებო, გამოჩნდით რააააა….. ნუ ხართ შეკუჭულები და დაკომპლექსებულები… სწორი ანალიზი და ჯანსაღი აზრი – ერთადერთი რაც გადაარჩენს, ჩვენს რეალობა!

მაპატიეთ, ამ პოსტისთვის! მაგრამ დავიღალე ამდენი სისულელის კითხვით!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close