საზოგადოება

ესმა კუნჭულიას ,,რთველის მენიუ”- ყველაფერი ყურძნის მოტივებზე ან ღვინით…

,,მოკლედ, მე შევქმენი „რთველის მენიუ“ – ყველაფერი ყურძნის მოტივებზე ან ღვინით. რთველის მენიუ მხოლოდ „წოდორეთის მარანში“. ამ წამს კივიან ჩემი სტუმრები – შებრაწული ტაბაკა აჯიკით, შემწვარი შინდითა და კარამელიზებული რქაწითელის მარცვლებით….(ასევე აჯიკით) წოდორეთულად.

ხატავს ყურძნის გემოს აჯიკა, სულ ცოტა ქონდარ და ყვავილოვან ქინძწაყრილი…”  _ დაწერა ფეისბუქის საკუტარ გვერდზე ჟურნალისტმა ესმა კუნჭულიამ. ამის შემდეგ კი, პოსტებად ისეთი რეცეპტები დადო კერძების ფოტოებთან ერთად, პირზე ნერწყვი ვეღარ მოვიცილეთ.

ესმა კუნჭულიას ,,რთველის მენიუ” წოდორეთის მარანში.

 ყურძნის მოტივებზე

  მეგრული ცხარე კუჭმაჭი შემწვარი ვაშლით და საფერავის შემწვარი მარცვლებით. რაის ბროწეულიიიიიი, ეს არის გემოს ეიფელი…

ტკბილი ფლავი შე მწვარი რქაწითელით, ფორთოხლისა და ლიმონის შემწვარი ჩირით. მოხალული გურული თხილით, კარდამონით, მიხაკითა და ერბოთი მოსხმული.

   ონურ-შქმერული ფონდიუ – ცეცხლზე ამხედრებული 
  რაჭული კულინარიის მწვერვალი… ონურ მოტივებზე. მოკლედ ყოფილა 2 სახის „შქმერული“ – ერთი ონური და მეორე შქმერული.
ეს გახლავთ ონურ-შქმერული ბევრი ნივრით, რძით, ერბოთი, აყვავებული ქინძის დანაყილი ყვავილითა და კაკლებით, მოხალული ნიგვზის ლებნებითა და ცხარე შებოლილი წიწაკის დაღერღილით ფანტელით. 

შქმერულის ერთადერთი მინუსი – მალეცივდება და სწორედ ამიტომ – ფონდის აპარატზე კეცი ავამხედრე და მთელი საღამო ცხელია და კეთილი. აფრქვევს სურნელს და აფრქვევს საქართველოს სამზარეულოს მთავარსაამაყო ნოტებს – რაჭულ ოხშივარს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close