საზოგადოება

ეროვნული მუზეუმი თანამშრომლების დაკავებას ეხმაურება

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხელოვნების მუზეუმის ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტს. განცხადება კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

“დაკავებულ პირებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შინაგანაწესისა და დაკავებული თანამდებობების გათვალისწინებით, არ ჰქონდათ უფლება მოემზადებინათ რაიმე სახის საექსპერტო დასკვნა, ფერწერული ტილოს ავთენტურობასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი არცერთი დაწესებულება არ ახორციელებს ნივთების ექსპერტიზასა და განსაკუთრებით მათ შეფასებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნა მოუმზადეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close