საზოგადოება

ერთი მილიონი რუბლი მას, ვინც დამნაშავეების ადგილსამყოფელს აცნობებს

,,აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ მილიონ რუბლს ჰპირდება მას, ვინც აცნობებს, სად იმყოფებიან დამნაშავეები, რომლებიც თავს დაესხნენ რუს ტურისტებს. როგორც ცნობილია, თავდამსხმელებმა ერთი ადამიანი მოკლეს. აფხაზეთის გუდაუთის რაიონის პროკურატურამ მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტის მკვლელობისა და მისი ოჯახის წევრების გატაცების ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე სამშაბათს გახსნა. მათი თქმით, თავდამსხმელებმა 1984 წელს დაბადებულ ანდრეი კაბანოვს ცივი იარაღით მიაყენეს დაზიანებები – რამდენიმე ჭრილობა გულმკერდის არეში. გარდაცვლილს ახლდა მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც დამნაშავეებმა გაიტაცეს. მათი გათავისუფლება სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა. კრიმინალების ძებნაში არიან ჩართული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, კინოლოგები. დეფაქტო სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ასლან კობახია პირადად კურირებს თავდამსხმელების ძებნის ოპერაციას. გადაკეტილია დაახლოებით ორი კილომეტრი ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ინფორმაციული სააგენტოს ცნობით, გუდაუთის რაიონის სოფელ ანანდარში, ზღვის სანაპიროზე მომხდარი ინციდენტის გამო დაიღუპა რუსი ტურისტი. ტურისტების ჯგუფთან, რომლებიც ბრუნდებოდნენ თევზაობიდან მივიდა ორი უცხო შეიარაღებული ნიღბიანი დანით და ავტომატით, რომლებმაც მოითხოვეს ფული. თავდამსხმელებს ერთერთმა მამაკაცმა  წინააღმდეგობა გაუწია და ის დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სალომე მგელიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close