საზოგადოება

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე

გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა „ვაზ-2107“-ის მარკის და პიკაპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე გარდაცვლილი, 35 წლის მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯლიდანაა, ორი დაშავებული კი პანკისის ხეობის მკვიდრია.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close