საზოგადოება

ელისო ბოლქვაძემ 50-ზე მეტ ახალგაზრდა მუსიკოსს გაუკვალა გზა საერთაშორისო ასპარეზზე

მარიამ ჯაში მადლობას უხდის იუნესკოს მშვიდობის ხელოვანს, ელისო ბოლქვაძეს ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდაჭერისთვის

▶️ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ცნობილ ქართველ მუსიკოსს, იუნესკოს მშვიდობის ხელოვანს, ელისო ბოლქვაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო ფორმატებში სამომავლო თანამშრომლობაზე, როგორც სახელოვნებო განათლების, ასევე კულტურის სხვადასხვა მიმართულებებით.

▶️ მარიამ ჯაშის თქმით, ელისო ბოლქვაძე გამოირჩევა მნიშვნელოვანი სოციალური და საერთაშორისო პროექტებში აქტიური მონაწილეობით.
„ქალბატონი ელისო ესწრებოდა საქართველოში გამართულ საერთაშორისო ფორუმს -„საქართველო, ევროპა“. მან ასევე გამართა კლასიკური მუსიკის კონცერტი სახვითი ხელოვნების მუზეუმში , რაც უაღრესად საინტერესო კონცეფციაა და წარმოადგენს სამუზეუმო სივრცეში მუსიკის ინტეგრაციის პირველ ინიციატივას. აღნიშნულთან დაკავშირებით მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან არსებობს მზაობა და იმედი მაქვს ინიციატივა ტრადიციად ჩამოყალიბდება. ეს სხვა მუზეუმებისთვისაც შესაძლოა გახდეს გასაზიარებლად კარგი მოდელი“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელისო ბოლქვაძეს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მიუძღვის ნიჭიერი ბავშვების მსოფლიო რანგის მუსიკოსებად ჩამოყალიბებაში.

▶️ „ელისო ბოლქვაძემ, თავისი დაფუძნებული ფონდის – „ლირას“ საშუალებით, უკვე 50-ზე მეტ ახალგაზრდა მუსიკოსს გაუკვალა გზა საერთაშორისო ასპარეზზე, კერძოდ, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. ის ეხმარება 8-დან 15 წლამდე ბავშვებს, რომ გაიარონ მასტერკლასები, მიიღონ მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში და ჰქონდეთ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა. ქალბატონ ელისოს ვუსურვებ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს.“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადებული მედალიონი გადასცა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close