სამართალი და კრიმინალი

თბილისში ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გაბრიელ სალოსის გამზირზე, 160 ნომერში პოლიციის მრავალრიცხოვანი ჯგუფებია მობილიზებული. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მობილიზებულია 20-მდე სპეცრაზმელი. სამართალდამცველებს პერიმეტრზე პოლიციის ლენტი აქვთ შემოვლებული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ. შესავლის უფლებას არც ადგილობრივებს აძლევენ. მოსახლეობას აივანზე გასვლის უფლებაც აუკრძალეს.
შსს-ში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს. სავარაუდოდ, რამდენიმე უცხოელის დაკავების ოპერაცია ტარდება. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close