საზოგადოება

დღეს, ღამით, თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდება

დღეს, ღამით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდება. იდეა გაერო-ის ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისს ეკუთვნის.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას მეორედ შეუერთდება. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close