საზოგადოება

,,დიახ! ამ პროექტით ბიძინა ივანიშვილი ქალაქისა და ქვეყნის საქმეს აკეთებს!”

,,ნიკა მელია – ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს წარბშეუხრელად არბევდა მომიტინგეებს საკრებულოს წინ დგას და თითებს უქნევს სამართალდამცველებს, რომლებიც იცავენ წესრიგს.

მთელი კვირის განმავლობაში ეს “პოლიტიკოსი” ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას, ქაოტურად ახსენებს პუშკინის სკვერს, რომელიც დიახ, იყო, არის და იქნება ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. ხსენებული სკვერის მიმდებარედ კი დიახ, აშენდება თანამედროვე მიწისქვეშა პარკინგის ზონა, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრს. პანორამის პროექტის დახურდავება პოლიტიკური დივიდენდებისთვის არავის არ გამოუვა. ეს პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია. საერთო ჯამში იხარჯება დაახლოებით 1 500 000 000 ლარი და საქმდება 22 000 ჩვენი თანამოქალაქე.

პროექტი ხორციელდება ქართული ფულით, ქართული მუშახელით და ქართული მასალებით.

დიახ! ამ პროექტით ბიძინა ივანიშვილი ქალაქის და ქვეყნის საქმეს აკეთებს!!!”- აცხადებს საკრებულოს თანამშრომელი, მამუკა ბალიაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close