საზოგადოებასაინტერესო

დეჟავუ-ს შეიძლება, დედის განცდილი ან ნანახი განაპირობებდეს _ მეცნიერების საინტერესო მოსაზრება

თითქმის ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია დეჟავუ. ,,დეჟავუ” ფრანგული სიტყვაა და ითარგმნება, როგორც უკვე ნანახი. ეს არის მდგომარეობა, როცა გვაქვს განცდა, თითქოს უკვე ვნახეთ ან უკვე ვიყავით ამ სიტუაციაში და ადგილას.

დეჟავუსთან დაკავშირებით მეცნიერებს შორის დღემდე მიდის კამათი. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომელიც ასე თუ ისე, არ არის აზრს მოკლებული.

პირველი მოსაზრების თანახმად, დეჟავუ რეინკარნაციასთან უნდა იყოს დაკავშირებული. როგორც ვიცით, რეინკარნაცია “ხელახლა განსხეულებას” ნიშნავს. ანუ ამ მოსაზრების თანახმად, დეჟავუ არის წინა ცხოვრებაში განცდილის გახსენება.

მეორე მოსაზრება გვეუბნება, რომ ეს მდგომარეობა ასტრალის ბრალი უნდა იყოს. როგორც მეცნიერები იუწყებიან, ძილში ასტრალში გავდივართ, თუმცა არ გვახსოვს და დეჟავუ სწორედ ასტრალში (შეიძლება ითქვას სიზმარში) ნანახია.

ბოლო საინტერესო მოსაზრება კი არის ის, რომ ადამიანს მშობლისგან გადაეცემა ინფორმაცია (დედისგან) და მაშინ, როცა დეჟავუს განცდა აქვს, შესაძლოა, ამას დედის განცდილი ან ნანახი განაპირობებდეს.

თუმცაღა, ჯერჯერობით ვერცერთმა მეცნიერმა შეძლო დაემტკიცებინა თავისი მოსაზრების ჭეშმარიტება და დეჟავუ კვლავ ამოუცნობ მოვლენად რჩება.

ნეკა ნათელაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close