საზოგადოება

,,დედობა ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე კაცებს გვგონია…” _ ახალგაზრდა მამის აღსარება

ზურა სალუქვაძე:

_ სახლში ხშირად ხმაურით შესვლა მჩვევია და თუ ისე მოხდება, რომ მძინარე ელენას შემთხვევით გავაღვიძებ ხოლმე, ნინჩიკა ისეთი მკვახე ტონით მომაჯახებს “_ ეხლა ადექი და შენ დააძინეო”, რომ რამდენჯერ გამიფიქრია, ამ ჩემს ცოლს, მემგონი, აღარ ვუყვარვარ თქო…. 

ამას წინათ ისე მოხდა, რომ მე დავაძინე ელენა. თითქმის 40 წუთი ხელში მყავდა, წინ და უკან ვატარებდი, ვარწევდი და იავნანასაც კი ვუმღეროდი. შემდეგ, როგორც იქნა ლოგინში ჩავაწვინე და დამატებითი 40 წუთი დამჭირდა, რომ ჩემს მკლავებში ასე ძლვს მიძინებული გაზაფხული უფრო ღრმად მიმეძინებინა და ბოლოს ეს გაბუჟებული ხელიც გამომეცურებინა მისი თავის ქვეშიდან…..
ამასობაში, როგორც ჩანს, მეც ჩამძინებია და სწორედ ამ დროს ოთახში ფეხაკეფით და თითქმის შეუმჩნევლად შემოსულ ნინჩიკას ეს ფოტო გადაუღია. გამეღვიძა და ვეუბნები: ეხლა რომ ვინმემ ბავშვი გამიღვიძოს, მზად ვარ მკვლელობა ჩავიდინო-თქო.
კი გადმომხედა ნიშნის მოგებით, მარა, არაფერი უთქვამს…..
დედობა ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე კაცებს გვგონია, დედობა ყველაზე დიდი გმირობაა!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close